• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია მერებაშვილი: ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ იმგვარად, რომ სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლებს ნდობა ავუმაღლოთ

ალია ავტორი - ალია
16:45 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ღონისძიება  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  საქმეებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პოლიტიკაზე, ასევე 2020-2021 წლებში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებზე ისაუბრა, კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის დანერგვაზე, აგრეთვე სპეციალიზებულ პროკურორთა გადამზადების სტანდარტებზე, შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებულ საქმეთა მუდმივ მონიტორინგზე, აგრეთვე მსხვერპლზე მორგებული მიდგომების გამოყენებასა და კოორდინატორთა სამსახურის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროკურატურაში  სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. პროკურორების გარდა გადამზადება გაიარა მენეჯერთა ნაწილმაც. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მენეჯერთა ახალი ჯგუფისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორთა გადამზადება. როგორც ნათია მერებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, 2021 წელს გაზრდილია სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ დევნის დაწყების შემთხვევები, რაც აჩვენებს გადამზადების შემდგომ სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის პირველად პოზიტიურ შედეგებს. სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება პროკურატურის სამომავლო საქმიანობაში. აღნიშნულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიანად განხორციელება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას და მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved