• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიას ცინიკური თავდასხმა ბიზნესზე – საბოტაჟი და ბოიკოტის პოლიტიკური ასპექტები

ალია ავტორი - ალია
13:44 08-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

„ბრიტანულ–ქართული აკადემიის  გარშემო მიმდინარე დავაზე დაკვირვება სულ უფრო ნათელს ხდის, რომ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მხრიდან წარმოებულ, კარგად გააზრებულ და დესტრუქციულ კამპანიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ბიზნესზე ცინიკური თავდასხმები და პოლიტიკური ასპექტებით ნაკარნახევი ისეთი მძიმე ნაბიჯები, როგორიც საბოტაჟისკენ მოწოდებაა.

ეს მოულოდნელი არ არის, რამდენადაც, როცა სამართლებრივი არგუმენტები იწურება და ფაქტობრივი ვაკუუმი შიშველ რიტორიკას ვეღარ ფარავს, იწყება სასოწარკვეთა და იმის საშიშროება, რომ წონასწორობას დაკარგავ და გაიოლდება ისეთ სიბრტყეზე გადასვლა, როგორიც შანტაჟი, საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟისკენ საზოგადოების მოწოდება დაპოლიტიკურ–ემოციურ სპეკულაციებზე გათვლების გაკეთება”, –აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე გახმაურებულ დავის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

მისი თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ გამოცხადებულ ბიზნესის ცინიკური ბოიკოტის კამპანიაში და ფინანსურ სისტემაზე  განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ შეტევაში, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური ასპექტები.

“ნათია ჯანაშიას დესტრუქციულმა ტაქტიკამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც მან კერძო ბიზნეს–დავა სრულიად საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აქცია.

ჯანაშიას მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სისტემურად მნიშვნელოვან ბანკში მასობრივად დახურონ ანგარიშები და გაიტანონ დეპოზიტები, არის უკიდურესად საშიში, უპასუხისმგებლო და პირდაპირი გაგებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”, –  ხაზს უსვამს ცუცქირიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ როცა არ არსებობს არცერთი ფინანსური არგუმენტი, ფაქტი ან მარეგულირებლის შენიშვნა ბანკის მდგრადობასთან დაკავშირებით, ამ ფონზე, კერძო, სუბიექტური ინტერესების გამო, საბანკო სექტორითა და ფინანსური სტაბილურობით სპეკულირება და ამ გზავნილების სისტემატური ტირაჟირება, აღარ განიხილება, როგორც შემთხვევითობა. ეს არის გააზრებული, ეკონომიკური დარეპუტაციული შეტევა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ნათია ჯანაშიას მხრიდან კერძო დავის გადატანა საზოგადოებრივ ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე არის უკიდურესად მძიმე ამორალური პრეცედენტი, რომლის მსგავსიც უბრალოდ, არც მახსენდება,“ – დასძენს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved