• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშია მტკიცებულებების გარეშე ნდობას ვერ შექმნის – გიორგი ცუცქირიძე

ალია ავტორი - ალია
11:46 07-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

“ნებისმიერ დავაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ათეულობით მილიონ ლარს, ცნობილ ბრენდსა და საზოგადოების მაღალ ინტერესს ეხება, საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს – მტკიცებულებებს. როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიას, არ უნდა დაიჯეროს, რომ ნდობა იქმნება ფაქტებითა და მტკიცებულებებით და არა ემოციური ჩანახატებით და ფოტოკოლაჟებით“, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებსა და დასკვნებს.

მისი თქმით, ნათია ჯანაშიასთან აფილირებული სოცქსელებითა და გამოცემებით წარმოებული კამპანიის ანალიზისას, აშკარად იკვეთება, რომ მისი საჯარორიტორიკა აღარაფრით ჰგავს ბიზნესდავაში ჩართული მხარის არგუმენტირებულ პოზიციას და პირწმინდად ემოციური კამპანიაა, რომლის მიზანიც მხოლოდ საზოგადოებრივი განწყობების მობილიზებაა.

“ნათია ჯანაშიასთვის სწორედ აქ ჩნდება ყველაზე დიდი პრობლემა, რამდენადაც უკვე წლებია საზოგადოება ისმენს მძიმე ბრალდებებს, საუბრებს თაღლითობაზე, მითვისებაზე, რეიდერულ ქმედებებსა და სხვადასხვა მასშტაბურ დარღვევებზე, თუმცა რაც უფრო იზრდებაბ რალდებების მასშტაბები და სიმძიმე, მით უფრო ბუნებრივი ხდება კითხვა – სად არის მტკიცებულებები? ამ კითხვაზე კი პასუხი ერთია – მტკიცებულებები არ არის. ყოველ შემთხვევაში, ნათია ჯანაშიას მხარეს ისინი საზოგადოებისთვის არ გაუცვნია. ჯანაშია საკუთარი რიტორიკით საზოგადოებას მუდმივად სთხოვს, რომ მისი სიტყვა ფაქტად მიიღოს. ფაქტი კი მხოლოდ ის არის, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ბრალდება დამტკიცებულება ერთი და იგივე არ არის. არც ხმამაღალი განცხადებაა მტკიცებულება და არც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი“, – აღნიშნავს ცუცქირიძე.

“თუ ვინმე ამტკიცებს, რომ მას 30-მილიონიანი გარიგების ფარგლებში საკუთრება მოტყუებით დაათმობინეს, ის ვალდებულიც ხდება, საზოგადოებას მკაფიოდ, სრულად და გასაგებად მიაწოდოს კონკრეტული დოკუმენტები, ხელშეკრულებები, მიმოწერები ან სხვა ისეთი მასალა, რომლებიც ამ ვერსიას დაადასტურებს. მით უფრო, როდესაც წლები გადის და კამპანია უფრო და უფროფართოვდება — ბრალდებების ადრესატებად გვევლინებიან ინვესტორები, მენეჯერები, სახელმწიფოუწყებები, სასამართლო სისტემა, მარეგულირებლები და საერთაშორისო ინსტიტუტებიც კი.

ფაქტი კი მხოლოდ ის არის, რომ  ადამიანი, რომელმაც 2019 წელს საკუთარი კომპანიის 70%-იანი წილის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ლარი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ აცხადებს, რომ “ჩემი სკოლა არც მაშინ იყიდებოდა და არც ახლა იყიდება“… ბუნებრივად ჩნდება კითხვა — თუ არ იყიდებოდა, მაშინ რა იყო ის გარიგება, რომლის შედეგადაც წილის საკონტროლო პაკეტი მფლობელს გამოეცვალა და რომლის სანაცვლოდაც მრავალმილიონიანი ანაზღაურება იქნა მიღებული“? – რიტორიკულად კითხულობს ანალიტიკოსი.

“რა თქმა უნდა, მე შემიძლია გავიგო, რომ შესაძლოა, თავის დროზე კომპანიის 100%-იან დამფუძნებელს კომპანიასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდეს, მაგრამ ესვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ წილის გაყიდვის შემდეგ კომპანიის შესაბამისი ნაწილი უკვე სხვა მესაკუთრეს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიას სწორედ ამ მოცემულობის მიღების პრობლემა აქვს. ამიტომაც ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ წარმოებული დავა და თანმდევი საინფორმაციო კამპანია კორპორაციული კონფლიქტის ფარგლებს გაცდა და გადაიქცა ფართომასშტაბიან რეპუტაციულ შეტევად “შეთქმულებაში” მონაწილე ინვესტორის, სასამართლოს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებიისა და ინსტიტუტების, და ახალ უკვე ქართული მედიის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved