• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანის რა კითხვას არ უპასუხა მოსამართლემ? – რას ედავებიან ჟურნალისტს?

ალია ავტორი - ალია
13:53 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,171
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ადმინისტრაციულ საქმეს. შსს მას ედავება 3 იანვარს აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, მიზეზით, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სხდომის დასაწყისში მოსამართლის აცილება მოითხოვა და მას ჰკითხა, იყო თუ არა 12 იანვარს რესტორან „ბაბილოში“ მოსამართლეთა კორპორაციულ შეკრებაზე, რადგან თუ იყო, შესაძლოა, მოსამართლეს „პირდაპირი წყენა და ბრაზი ჰქონდეს მის მიმართ“, გამომდინარე იქედან, რომ იმ დღეს აქციის მონაწილე იყო.
ესტონეთის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე ცაცუამ კითხვას არ უპასუხა ისე განაცხადა, რომ აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
ნანუკა ჟორჟოლიანმა პროცესზე განაცხადა:
„უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ უწყების მიმართ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მე არ მჯერა იმის, რომ პოლიციელმა მითხრა, რომ ეს უკანონობაა და მე სხვაგვარად ვიმოქმედე.
ამ სასამართლოში მიდის პროცესები და ადამიანებს აჯარიმებენ, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან, თავის თავს ვერ ცნობენ მასალაში და აჯარიმებენ ისეთებს, რომლებიც უკვე გადაკეტილზე მიდიან. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულება, რომელიც თქვენ წარადგინეთ, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე თქვენთან დავაში შემოვიდე, ამ შემთხვევაში საშუალებას ვგულისხმობ, მორალურ მიზეზს არ მაძლევს, რადგან მე ვიცი, ადამიანები როგორ არაფრის გამო ჯარიმდებიან, არაფრის გამო მიდიან ციხეში და როგორ არაფრის გამო ისჯებიან. ამიტომ ვფიქრობ, ვიდეო, რომელიც საქმეშია შეიძლება, თქვენ საკმარისად ჩათვალოთ ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად, ამიტომ დავზოგავ თქვენს დროს, მოსამართლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, რომ პატრულმა სამართალდარღვევისკენ მიმითითა და არ დავემორჩილე… მიუხედავად ამისა, გეუბნებით, ის ვიდეო, რომელიც წარადგინეთ საკმარისია, ჩაითვალოს, რომ გზა გადავკეტე. ამიტომ თუ სასამართლო დამაჯარიმებს, მე ვიღებ ამ ჯარიმას, როგორც იმ ჯარიმას, რომელიც უნდა გადავიხადო. აქვე განვმარტავ, ხვალ და ზეგ მე მაინც წავალ რუსთაველის გამზირზე. გეთანხმებით, განზრახვა იყო გზის გადაკეტვა. იქნება ხვალ, იქნება ზეგ, იქნება მანამდე, ვიდრე პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ“.
ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved