პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივნისს 44 წლის გახდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მისმა მეუღლემ, ნანუკა თამაზაშვილმა Facebook-ზე საოჯახო ფოტოებთან ერთად, გაავრცელა მისი, ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძისა და ბერა ივანიშვილის ფოტოები.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის ფარგლებშიც, 5-წლიანი პატიმრობა და დამატებით, ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.













კომენტარები