• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანუაშვილი ღარიბაშვილზე: ასეთი განცხადება წაახალისებს სუიციდის შემთხვევებს

ალია ავტორი - ალია
16:22 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თვითმკვლელობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არაჰუმანურად აფასებს და ამბობს, რომ ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოს პოლიტიკიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან ამოვარდნილია.

მისი თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურსებს ხარჯავს სუიციდის პრევენციისთვის, მსგავსი განცხადებები კი ხელს შეუწყობს თვითმკვლელობის შემთხვევების მატებას. 

“სახელმწიფოს პოლიტიკაც არის მიმართული იქითკენ, რომ იყოს დაცული ადამიანის სიცოცხლე. სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ძალიან დიდ რესურსს სუიციდის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ხელს შეუწყობს თვითმკვლელობებს და ეს არის ძალიან ცუდი, როცა სახელმწიფოს მმართველი პირები არ ითვალისწინებენ რეალურად იმ გავლენას, რომელიც მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ან გამოთქმულ მოსაზრებებს შეიძლება დაუკავშირდეს მომავალში. ეს რეალურად უფრო წაახალისებს მსგავს დანაშაულს”, – ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ნანუაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში სუიციდის რისკები მაღალია. პატიმრებს შორის თვითმკვლელობის შემთხვევები დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით რაოდენობრივად 8-10-ჯერ მეტია. პატიმრები ისედაც საფრთხის ქვეშ არიან, პრემიერ მინისტრის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებით კი ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავად ირიდებს და კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. 

“[სუიციდის] რისკები ისედაც მაღალია პენიტენციურ სისტემაში და იქ მყოფი ადამიანებისთვის ეს ზოგადად სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როდესაც მიმართულია სუიციდის პრევენციისკენ, ასეთი განცხადებები შეიძლება ითქვას არის პირდაპირ მოწოდება, რომ სახელმწიფომ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღოს კონკრეტულ შედეგებზე და მიმართულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის წინააღმდეგ” – განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

დღეს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მთავრობამ სამედიცინო კონსილიუმი შექმნა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. 

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ, რასაც არ ეთანხმებიან ადვოკატები. მათი თქმით, გლდანის ციხეში არაა შესაბამისი პირობები, რომ მოშიმშილე ადამიანს უმკურნალონ, ამასთან, არსებობს უსაფრთხოების რისკებიც. 

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრი რეკომენდაციებს არ შეესაბამება. 

28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა “დადგმული აქვს”. ამასთან, სამოქალაქო კლინიკაში ისინი ვერ შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved