• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – მისმა ახალმა ფოტომ საზოგადოება აღაფრთოვანა

ალია ავტორი - ალია
14:07 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
562

ქართველ საესტრადო მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 84 წელი შეუსრულდა. იუბილარი ბებიის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში, მისმა შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ გამოაქვეყნა.

ფოტომ, როგორც ყოველთვის საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ლეგენდარულ მომღერალს სოციალურ ქსელის მომხმარებლები დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებენ.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.

ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა გენეტიკურად ერგო. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, ხუთი და და ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია.

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: ”ვერის უბნის მელოდიები”, “შეხვედრა მთაში”, ”დათა თუთაშხია”, ‘საბუდარელი ჭაბუკი”, “განგაში” და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში “სამკაული სატრფოსატვის” და “ბულოჩნიცა”.

1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved