• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანა ჯანელიძის მიმართვა 84 დეპუტატის შვილებს

ალია ავტორი - ალია
14:38 05-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
601

კინორეჟისორი და “ეროვნული კინოცენტრის” ყოფილი დირექტორი ნანა ჯანელიძე წერილს ავრცელებს:

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს:
მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცაზე, სინდისზე, გულებზე  გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი.
დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი(ნერვი) რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს –  საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას – ხელი შეუშალოთ ამ ვეტოს დაძლევაში.
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები, რადგან თქვენზე ძვირფასი, საამაყო, საყვარელი მათ არავინ ჰყავს.
ეს, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი თუ ამოქმედდა, სანქციები თქვენც შეგეხებათ და ვერასდროს, ვერასდროს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში(!!!!) ვერ შეძლებთ აშშ-ში(და შესაძლოა  ევროპაშიც) სწავლასა და მოგზაურობას.
ალბათ, ბევრი თქვენგანი დასავლეთში სწავლობს, შესაძლოა ზოგიერთი საპროტესტო აქციებზეც დგას. ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა. 10 უარყოფითი ხმაც კი საკმარისია, რომ პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლიოს. თქვენში უნდა დაიბადოს ის 10 მართალი, სინდისიერი ახალგაზრდა, რომელიც გასაყარზე მდგარ საქართველოს სწორ არჩევანს გააკეთებინებს. (ალბათ იცით არაკი 10 მართალი ადამიანის შესახებ, რომელიც ვერ მოინახა ქალაქში და ეს ქალაქი დაისაჯა.)
ნუ შეუშინდებით მშობლებთან კამათს,  საკუთარი აზრის გამოხატვას. გააღებინეთ ფანჯრები და გარეთ გაახედეთ! ნუ მოატყუებინებთ თავს, რომ იქ, ქუჩაში მხოლოდ 5 000 ადამიანი დგას, რომ იქ მხოლოდ ნაცები დგანან –  არა!!!
იქ ჯანსაღი, მოაზროვნე, ევროპული ღირებულებებისკენ, სიმშვიდისკენ მისწრაფებული 10 და 100 ათასობით ახალგაზრდა და ძველგაზრდა საქართველოს მოქალაქე დგას  და მზად არის, თავი შეწიროს ქვეყნის უძველეს სწრაფვას, სწრაფვას ევროპისკენ.!
იქ, 9 აპრილს დაღუპული  ადამიანების, საუკუნეების მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და გარდაცვლილი გმირების მთელი ლეგიონი აღმართულა და ძალას აძლევს ქუჩაში მდგომ,  მხოლოდ სულის სიმტკიცით შეიარაღებულ  ადამიანებს არ დანებდნენ.
გახსოვდეთ, მშობლებთან კამათში, შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება. ახლა, საქართველოში, დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე  მსოფლმხედველური, ჩვენთვის სამკვდორ სასოცოცხლო ჭიდილი მიმდინარეობს.
თუ ვერ გაიმარჯვა საღმა აზრმა, ალბათ ხახადაღებულ წყვდიადში ჩავიძირებით 30-50 წლით – დაიწყება უსამართლო, ცილისმწამებლური რეპრესიები, დაჭერები –  ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ბევრჯერ გამოიარა. სტალინურ რეპრესიებს 300 000 საქართველოს მოქალაქე  ემსხვერპლა. მხოლოდ 37 წელს საბჭოთა კავშირში 6 000 000 000ანონიმური დასმენა დაიწერა. და ზუსტად, ადამიანის სულის ამ ბნელ მისწრაფებებს უხსნის გზას ეს „გამჭვირვალობის “ კანონი.
არ შეგეშინდეთ მშობლებთან კამათის… მხოლოდ ეს თუ  დააფიქრებს მათ, მათი ჩაკეტილი გარემოს დამძლევი სხვა ძალა არ არსებობს.
თუნდაც შუაღამეს მიადექით მათ და მთავარი კითხვა დაუსვით: რას აირჩევს ის ხვალ თქვენთვის – დასავლურ ცივილიზაციასთან  წილნაყარობას, სწავლას, მუშაობას, აღმოჩენებით სავსე მომავალს  ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთვის წინსვლას, თუ საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე, დასმენებით და რეპრესიებით სავსე პერიოდში დაბრუნებას…
სულ რამდენიმე საათი დარჩა!!!
გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ!!
პატივისცემით”

თეგები: ნანა ჯანელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
კერხერი და ორთქლის აპარატი
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved