• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე“ – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
15:57 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,708

ლელა კაკულია საქართველოსთან დაკავშირებულ უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:

“საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს ფაქტობრივად არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ, რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები — ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი.

მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვერ მოხვალთ პოლიტიკაში. მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ეს არ არის შეკვეთა. ისინი მოდიან თავისი ნებით და ისინი მოჰყავს კოსმოსს და ეს არის ნამდვილი ძალა. და გიორგი ბრწყინვალე.

უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა გიორგი ბრწყინვალე. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება — და ელოდეთ მათ ასრულებას!

შადიმანებო, გაფრთხილებთ: ფეხსაც ნუ გააფაფხურებთ. სჯობს ჩაიკეტოთ თქვენთვის და თვალყური ადევნოთ ახალი საქართველოს შენებას, საქართველოს მიღწევებს. საქართველო ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება–მეთქი, ბევრჯერ აღვნიშნე და კავკასიის მარგალიტიც ვუწოდე.

საქართველოში ოლიგარქები ვერასდროს ვერ მოვლენ — ვერასდროს და არასდროს! საქართველო იქნება ცენტრი ნამდვილი პოლიტიკისა, რომელსაც პატივს სცემენ მთელი ევროპა და ამერიკა.

‼ეს ასე იქნება, ჩემო საყვარელო ქართველებო. ნუ შეშინდებით.

ქართული პოლიტიკის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. უკრაინასთან ურთიერთობები უფრო გამყარდება. ნუ გიხარიათ, შადიმანებო — უფრო გამყარდება! უკრაინა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს. დღევანდელი მოვლენები, რაც უკრაინა–რუსეთს შორის დატრიალდა და რაც პუტინმა დაატრიალა, საქართველოს ცეცხლზე წყალს ასხამს და ბევრ რთულ მომენტს აქრობს, რათა საქართველო მართლა არ განადგურდეს. უკრაინის პოლიტიკა იცავს საქართველოსა და ქართველებს და დაიცავს ბოლომდე.

‼ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შადიმანებო! საქართველო არ არის უბრალოს საკურორტო, დასასვენებელი ზონა. გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს: საქართველო არის უფლის სამოთხე და უფალი ნებას არ მოგცემთ, რომ ეს სამოთხე თქვენ გაანადგუროთ.

მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს — უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია. მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.

ჩემს საქართველოში ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება, მაგრამ დღეს ხალხი ძალიან არის გაღიზიანებული — ცალკე იმით, რომ მშიერია, და ცალკე დაწესებული პანდემიური შეზღუდვებით. პირბადის გამო რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანს აჩერებთ და აჯარიმებთ, ფრთხილად იყავით! ეს ძალიან უარყოფით განწყობას იწვევს და ვხედავ, ეს ყველაფერი მუშტი–კრივში გადაიზრდება და პატრულისა თუ პოლიციის ზემოქმედება როლს ვერ ითამაშებს. ხალხს ისე გადაეკეტება გონება, როცა არ იციან, რას სჩადიან. და ეს უკვე რევოლუციაა!”, – წერს ლელა კაკულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved