“მთავარი არხის” გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილის შეფასებისას, სადაც ოლიგარქი მედიის შესახებ წერს, თქვა:
“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც.
სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ამ წერილით მედიის სეგმენტზე ვლაპარაკობ, დადასტურდა, რომ ეს კაცი დევნიდა რუსთავი2-ს და მისი პირადი ჩართულობით შეიცვალა რუსთავი 2-ის მესაკუთრე უკანონო მესაკუთრით და ასევე მდევნიდა პირადად მე და საბოლოო გამოსათხოვარ წერილში, პირადად მიხსენიებს პრაქტიკულად, როგორც მედია მენეჯერს, რომელიც სინამდვილეში პარტ ფუნქციონერია, თუ რაღაც სისულელე. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი პარტიული თანამდებობა არასოდეს არ დამიკავებია – ამბობს ნიკა გვარამია.
წყარო – მთავარი
კომენტარები