• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას… ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
23:34 12-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“მსხლის საყიდლად შევედი. დიახ, მსხალი მომინდა, ვიფიქრე, თან ჩემებს წავუღებ-მეთქი. კიბორჩხალების საყიდლად ვერ შევიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელი ვარ.

ერთი ჯიშის სამი ზომის მსხალი იდო: 1,5 ლარიანი, 3 ლარიანი და 5 ლარიანი.

1,5 ლარიანი დამპალი იყო. 3 ლარიანს არა უშავდა, მაგრამ 3 ლარიანის ყიდვას თუ დავაპირებდი, ბარემ 5-იანს ვიყიდდი. ადრე უეჭველი 3-იანს ვიყიდდი, ხვდებით ჰო, რა ტიპიც ვარ. მაგრამ არა დღეს.

1,5-იანი დამპალი იყო. ამიტომ იქით აღარ ვიყურებოდი… ან 3-იანი რჩებოდა ან 5-იანი. ხუთიანები ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, გადავუსვი, მოვეფერე… ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები…

3-იანები შედარებით პატარები იყვნენ: არც აქეთ, არც იქით. 3-იანის ყიდვას თუ გადავწყვეტდი, ბარემ 5-იანი სჯობდა ღმერთმანი.

5-იანს ისევ გადავუსვი ხელი, ყუნწიდან წამოვწიე, გამყიდველისკენ მზერა გავაპარე, ამდენი მოფერება საეჭვოდ არ მოსჩვენებოდა, მაგრამ გამყიდველი გართული იყო, ვიღაც უნამუსოს 17 ლარიან პლასტმასის მარწყვს უწონიდა, ცელოფანში უკვე 3 კილომდე ეყარა…

1,5 ლარიანისკენ გავიხედე, მაგრამ ის ხომ დამპალი იყო… იქნებ ვცდებოდი და არ იყო დამპალი? ახლოს მივიწიე და 1,5 ლარიანსაც გადავუსვი თითი, ეგრევე კანი აძვრა, უფრო დავაწექი, სიდამპლის ხარისხი მაინტერესებდა, – მივხვდი, ასატანი სიდამპლე ჰქონდა. 1,5-იანს 3-იანი სჯობდა, მაგრამ თუ 3 ლარიანს გადავწყვეტდი, ისევ 5-იანი აჯობებდა. იქნებ 1,5 ლარიანი მეყიდა.

1,5 ლარიანს ასატანი სიდამპლე ჰქონდა, კანს მოაშორებდი, ოდნავ მოაფხეკდი და მზად იყო. 3 კილოგრამს ვიყიდდი, სანამ ბოლომდე დალპებოდა შეჭმას მოვასწრებდით.

5-იანები კი ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, ისევ გადავუსვი, მოვეფერე… ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები…

1,5-იანს კი ასატანი სიდამპლე ჰქონდა.

ან 1,5-იანი ასატანი სიდამპლით და ბევრი, ან 5-იანი საღი, წვნიანი, მაგრამ – ძალიან ცოტა.

უცბად ჭერში ჩამოკიდულ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, გაჰყვიროდა საოცარი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი გვაქვსო… თბილისი-ჯეიჰანის დედაც ვატირე-მეთქი, წამოვიყვირე, გამახსენდა, ერთ დროს ვგულშემატკივრობდი ამ მაგისტრალს, მას მერე მინდა სულ შევაგინო და აი, აქ ამოხეთქა…

პრემიერ-მინისტრი არ ცხრებოდა და ტელევიზორიდან დამცინოდა მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს! ყმუილი!

1,5 -იანი დამპალი, 5-იანი საღი, 3-იანი არც აქეთ, არც იქით… არ გეგონოთ, საბჭოთა სატირიკოსს რომან კარცევს სკეტჩს ვპარავდე. მე უბრალოდ იგივე დღეში აღმოვჩნდი.

მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ. ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ…

კიდევ რამდენიმე წელი და ნაგვის ურნაში ჩაყუდებულს მიპოვით, ეს გულამაჩუყებელი სტატუსი არ არის, ეს არც მათხოვრობის ნატიფი ფორმაა, ეს ჩემი პიროვნების გაქრობაა. მე მაქრობენ. მე ვქრები დიდ ნაგვის ბუნკერში, ამოსვლა მინდა და ვეღარ ამოვდივარ. ეს ყმუილია! ყმუილი!

ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება და აღმოჩნდება რომ საქართველო ბომჟებს მიაქვთ… ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!

5 ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ.”

თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved