• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაძირალათა ტელევიზია იტყუება” – ლაშა ბაქრაძე, “იმედის” ქარდს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
20:12 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,716

ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე, “იმედის” ქარდს პასუხობს და წერს:

როგორც ყოველთვის ნაძირალათა ტელევიზია იტყუება. ან შეიძლება გაუნათლებლებმა არც იციან რაზეა საუბარი. რაიხსბიურგერები არჩეულ ხელისუფლებას კი არ აღიარებენ, არამედ საერთოდ არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და შესაბამისად არცერთი მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ლეგიტიმური მათ თვალში.
მგონია, რომ განსხვავება ქოცსაც კი უნდა ესმოდეს.
რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა არის საერთო სახელი ორგანიზაციულად და იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული ჯგუფების, რომლებიც არ აღიარებენ, რომ არსებობს თანამედროვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ფიქრობენ რომ გერმანიის რაიხი ჯერ კიდევ არსებობს, ოღონდ აქაც განსხვავებული აზრებია – გერმანიის რაიხი 1918 წლამდე საზღვრებში თუ 1937ის საზღვრებში, ზოგი კი სულაც 1939 წლის საზღვრებს აღიარებს და იმდროინდელ სამართალს.
დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ, ვიღაც „ჭეშმარიტი პატრიოტები“ ფიქრობდნენ, რომ თამარის საქართველო დღესაც არსებობს და საქართველო ზღვიდან ზღვამდეა გადაჭიმული ან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არ გაუქმებულა და მისი კანონები ძალაშია. სპექტრი ფართოა.
ფედერაციულ რესპუბლიკას არ აღიარებენ, რადგან ის სახელმწიფო არაა, ის ფირმაა. აი ქოცების შათირიშვილი რომ ჰყვება რაღაცას კორპორაციული მმართველობის შესახებ – რაიხსბიურგერების ნააზრევს ძალიან ჰგავს. საერთოდ რაიხსბიურგერები თავიანთი შეთქმულების თეორიებით, ექსტრემიზმით, ისტორიის რევიზიონიზმით, ეზოთერიულობით, მემარჯვენე-ექსტრემისტული რიტორიკით, პლურალისტური საზოგადოების და დემოკრატიის უარყოფით ძალიან ჰგვანან ქოცებს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ გერმანიაში ეს ერთი მარგინალური, ზოგჯერ ძალიან სასაცილო უპატარავეს ჯგუფებად დაყოფილი მოძრაობაა და აქ, ჩვენთან, ძალა, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ქვეყნის მართვაზე პრეტენზიას აცხადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved