ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე, “იმედის” ქარდს პასუხობს და წერს:
როგორც ყოველთვის ნაძირალათა ტელევიზია იტყუება. ან შეიძლება გაუნათლებლებმა არც იციან რაზეა საუბარი. რაიხსბიურგერები არჩეულ ხელისუფლებას კი არ აღიარებენ, არამედ საერთოდ არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და შესაბამისად არცერთი მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ლეგიტიმური მათ თვალში.მგონია, რომ განსხვავება ქოცსაც კი უნდა ესმოდეს.
რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა არის საერთო სახელი ორგანიზაციულად და იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული ჯგუფების, რომლებიც არ აღიარებენ, რომ არსებობს თანამედროვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ფიქრობენ რომ გერმანიის რაიხი ჯერ კიდევ არსებობს, ოღონდ აქაც განსხვავებული აზრებია – გერმანიის რაიხი 1918 წლამდე საზღვრებში თუ 1937ის საზღვრებში, ზოგი კი სულაც 1939 წლის საზღვრებს აღიარებს და იმდროინდელ სამართალს.
დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ, ვიღაც „ჭეშმარიტი პატრიოტები“ ფიქრობდნენ, რომ თამარის საქართველო დღესაც არსებობს და საქართველო ზღვიდან ზღვამდეა გადაჭიმული ან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არ გაუქმებულა და მისი კანონები ძალაშია. სპექტრი ფართოა.ფედერაციულ რესპუბლიკას არ აღიარებენ, რადგან ის სახელმწიფო არაა, ის ფირმაა. აი ქოცების შათირიშვილი რომ ჰყვება რაღაცას კორპორაციული მმართველობის შესახებ – რაიხსბიურგერების ნააზრევს ძალიან ჰგავს. საერთოდ რაიხსბიურგერები თავიანთი შეთქმულების თეორიებით, ექსტრემიზმით, ისტორიის რევიზიონიზმით, ეზოთერიულობით, მემარჯვენე-ექსტრემისტული რიტორიკით, პლურალისტური საზოგადოების და დემოკრატიის უარყოფით ძალიან ჰგვანან ქოცებს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ გერმანიაში ეს ერთი მარგინალური, ზოგჯერ ძალიან სასაცილო უპატარავეს ჯგუფებად დაყოფილი მოძრაობაა და აქ, ჩვენთან, ძალა, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ქვეყნის მართვაზე პრეტენზიას აცხადებს.















კომენტარები