ფოტო: ლიკა ზაკაშვილი
დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს 50 წელი შეუსრულდა. მზიას კოლეგები, ჟურნალისტები, დაბადების დღე რუსთავის ციხესთან ულოცავენ. პენიტენციურ დაწესებულებასთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მისი მხარდამჭერი ბანერებით იკრიბებიან და გარედან ეცდებიან მიაწვდინონ ხმა.
კომენტარები