• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზექალა შანიძე 98 წლის გახდა

ალია ავტორი - ალია
19:13 01-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
660

თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილ მეცნიერს მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს:

„დღეს ჩვენი გამორჩეული მეცნიერი, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი და ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია! მას 98 წელი შეუსრულდა.

ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ვუსურვებ.

რთულია მილოცვაში წარმოაჩინო ქალბატონი მზექალას დამსახურება უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია. იგი თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია მომავალი თაობებისთვის, გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია მისი როლი ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის კვლევის საქმეში. იგი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, ხოლო მისი კვლევის სფერო ფართოა.

სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას. აგრეთვე, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას. ყოველი მისი ნაშრომი საოცარი ფუნდამენტურობით გამოირჩევა, ამიტომაც, ყოველმხრივ სასიხარულო და საამაყოა მისი მუდმივი კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან. თსუ ხომ ქალბატონი მზექალას მსგავსი მეცნიერების გამოცდილებაზე, მათ გაკვალულ გზასა და მათ მიერ აღზრდილ თაობებზე დგას. კიდევ ერთხელ ვულოცავ, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საამაყო მეცნიერს, ქალბატონ მზექალას, 98 წლის იუბილეს!

ვუსურვებ და ჩვენი ქვეყნისთვისაც ვისურვებ, რომ კიდევ და კიდევ მრავალი წელი ემსახუროს თსუ-სა და ქართულ მეცნიერებას თავისი ნიჭითა და გამოცდილებით“

თეგები: მზექალა შანიძეჯაბა სამუშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved