• რეკლამა
  • კონტაქტი
04:46, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში” – დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
18:49 11-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან ველოდებით აზრიან შეთავაზებას, სად შეიძლება გადიოდეს შესაძლო შეთანხმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა, რომელსაც  ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.

„გვქონდა შინაარსობრივი დისკუსია, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც საქართველოშია ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო, აუცილებელია, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობის მანდატი და არა – თამარ ჟვანიას. ამ შემთხვევაში, პარტიული ინტერესი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და საზოგადოებისა და ქვეყნის პოზიციიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენი პოზიცია მყარია, რომ ქვეყნის ინტერესშია თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოარკვევს, ვის აქვს ამ ქვეყანაში ნდობის მანდატი. ამ ინიციატივასთან  ერთად, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა დამატებით ინიციატივაზე, რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, კომისიის შემადგენლობა, მათ შორის სხვა კონკრეტული ფაქტორები იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს მართლაც თავისუფალი.

ელჩების მხრიდან ნამდვილად არის იმის სურვილი, რომ მხარეებს შორის იყოს მიღწეული შეთანხმება და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, რომ გზები მოიძებნოს, რათა კრიზისიდან გამოვიდეთ. შეთანხმების თემა შეიძლება იყოს, როგორ ვამთლიანებთ საზოგადოებას და როგორ ვიღებთ იმ მთავრობას, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასი.

ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ჩვენი მხრიდან ეს არის კიდევ ერთი კომპრომისი. ჩვენ მზად ვართ, არა შესვლის გზით, რადგან შესვლა ნიშნავს აღიარებას და ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, მაგრამ გარედან სამუშაო გზით ვითანამშროლოთ ამ პარლამენტთან, რათა საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე არჩევნები დაინიშნოს“

თეგები: 2020 არჩევნებიდავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved