• რეკლამა
  • კონტაქტი
17:53, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზად არიან ფაშისტ პუტინის მოთხოვნით, საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს” – მამუკა ნოზაძე

ალია ავტორი - ალია
17:16 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:

“საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები საბჭოთა კავშირის პირობებში, როდესაც ხელისუფლება კომიუნისტურ პარტიის მართველობის ქვეშ იყო, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ეს იყო პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა “ მრგვალმა მაგიდა – თავისუფალმა საქართველომ” ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. არჩევნების შედეგად ასევე უზენაეს საბჭოს წევრები გახდნენ კომუნისტური, სახალხო ფრონტის და რესპუბლიკურ პარტიებიდან. წარმოადგინეთ დღეს, როდესაც თითქმის 32 წელი გავიდა პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან ,რამდენი რუსეთუმე პარტია არსებობს ქვეყანაში და რამდენი რუსეთისკენ მაცქერალი რენეგატი, რომლებსაც მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ, რომ გამდიდრდნენ და მხოლოდ სტომაქი ქონდეთ მაძღარი და რა რაოდენობის იქნებოდა საბჭოთა კავშირის ზეიბის დროს.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი შეკრება მოხდა 1990 წლის 14 -15 ნოემბერს და პირველივე შეკრებისთანავე ცხინვალში ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს ქართველების დარბევა და არეულობა, ამავედროს კახეთში დაიწყო “ მხედრიონის” მიერ ორგანიზებული არეულობა, ხოლო “ მხედრიონის” დაფინანსებას ახორციელებდენ კომუნისტური ნომენკატურის წარმომადგენლები. უკვირდა ბევრს ზვიად გამსახურდია სუკის( სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) და კრემლის აგენტებს რატომ უწოდებდა მავანთ, მაშინ , როცა ფაქტი იყო, რომ ახალ ხელისუფლებას, რომელმაც ჩაატარა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე 1991 წლის 31 მარტს და 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საქართველო სახელმწიფოებრივი სუვერინიტეტი, მუდმივად ებრძოდა სუკის მიერ წაქეზებული და დაფინანსებული პარტიების და წითელი ინტელიგენციის ნაწილი. განვლილმა პერიოდმა უტყუარად დაამტკიცა, რომ ზვიად გამსახურდია მართალი იყო და სწორედ ამხელდა უმრავლესობას, რადგან დღესაც კი თვალსაჩინოა, რომ ძალიან ბევრი იმზირება კრემლისკენ და არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, ზოგი გადაგვარებული საქართველოს პატარა სოფელსაც კი უწოდებს და. მათი მთავარი ინტერესი არის მხოლოდ პირადი სიმდიდრის დაგროვება და საქართველო იარსებებს თუ არა არ აინტერისებთ. გამოუცდელი პოლიტიკოსობას აბრალებენ ზვიად გამსახურდიას და საინტერისოა ერთი წლის მანძილზე რა უნდა გაეკეთებინა იმაზე მეტი, რაც გააკეთა, კერძოდ ჩატარდა რეფერენდუმი, გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობა და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკის ფონზე, როგორიც იყო იმდროინდელ საქართველოში. პარტიების ნაწილი რუსეთის წახალისებით აწყობდენენ დესტრუქციას, “ მხედრიონი” არბევდა ხალხს, ოსი სეპარატისტები ებრძოდენ საქართველოს, რაჭაში და იმერეთში მიწისძვრისგან დანგრეული სახლები შენდებოდა და წითელი ინტელიგენცია ტელევიზიის და უნივერსიტეტის კიბეებზე ისხდნენ გაურკვეველი სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით, ხოლო ზოგიერთა ქართული ( ეროვნულ დემოკრატიული)პარტია მოსკოვში ატარებდა პრესკონფერენციეებს ქართველების მხრიდან ოსების ვითომცდა გენოციდის თაობაზე. თითქმის შეუძლებელი გააკეთა ზვიად გამსახურდიამ მოკლე ხანში იმ უამრავ რუსეთის მეხოტბე აგენტების პირობებში, რაც იყო და 32 წლის შემდეგაც ასე უხვად, რომ არიან ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან მოახშონ საქართველოს დამოუკიდებლობა და მზად არიან ფაშისტ პუტინის მოთხოვნით და არგაღიზიანების პოლიტიკით საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს.

საქართველო მარადიულია და გაიმარჯვებს”

 

თეგები: მამუკა ნოზაძერუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved