• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდნენ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და “თალიბანის” ლიდერები” – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
20:17 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა:

“დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების – ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები.

მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას.

საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და “თალიბანის” ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved