შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძარცვის მიზნით ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია სხვის საცხოვრებელ სახლში და 1997 წელს დაბადებულ ა.წ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ს.წ. დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
















კომენტარები