• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად” – მაია ბუწაშვილის რჩევები

ალია ავტორი - ალია
13:36 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

ექიმი მაია ბუწაშვილი:

,,ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტეპმერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა.

სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება. სხეულის გადახურების რისკი მატულობს მაღალი ტენიანობის პირობებში. ხშირია მოზარდებში, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ.

განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა სიცხის დროს. აშშ-ში ჩატარდა კვლევა ამ საკითხის შესასწავლად. ყოველწლიურად აშშ-ში რეგისტრირდება ბავშვების სიკვდილის შემთხევევები მანქანაში გადახურების შედეგად. წელს 13 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს – 21.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ გარემო ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალიც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.
მოკლედ, გავუფრთხლდეთ ბავშვებს და მოვარიდოთ სიცხეს, განსაკუთრებით სიცხეში გარეთ თამაშს. იმედია, ჩვენთან პარკირებულ მანქანაში ბავშვების დატოვების შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა ვინ იცის.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved