• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მწერალთა სახლის თანამშრომელთა ნაწილი “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

ალია ავტორი - ალია
20:47 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,658

მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ემიჯნება.

განცხადების 5 ხელმომწერი წერს, რომ “საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.

თავისი საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში ბევრი რამ ახსოვს მწერალთა სახლს – მწერლების დასმენა, დაპატიმრება, დახვრეტა იშვიათობა არ იყო გასული საუკუნის პირველ ნახევარში.

საბჭოთა მემკვიდრეობის შემდეგ მწერალთა სახლმა შეძლო და ჩამოყალიბდა ისეთ ადგილად, რომელიც ღია იყო ყველასთვის. მწერალთა სახლი ბოლო ათწლეულის მანძილზე ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა თავის პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მწერალთა სახლი უპირველესად მწერალთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას უნდა უწყობდეს ხელს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ შეცვალა, რის გამოც მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადეს მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების დიდმა ნაწილმა.

დღეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არსებულმა რეჟიმმა, მწერალთა სახლის უპირველესი მოვალეობა, ლიტერატურული შეხვედრებსა და კონკურსებზე მეტად, მკაფიო პოზიციის გამოხატვაა.

გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე დაარბიეს ჟურნალისტები, ჩვენი მოქალაქეები, დაპატიმრებულია ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორისაა პოეტი, ზვიად რატიანი.

იმის გამო რომ მწერალთა სახლმა არ გააკეთა არანაირი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და კონსტიტუციით განსაზღვრული, მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის გზას ევროპისკენ. ვგმობთ გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას და მოვითხოვთ გათავისუფლდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ლელა შუბითიძე, ირინე ჭოღოშვილი, ვასო გულეური, ნანა ნიბლაძე, მაგდა ცოცხალაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved