ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს:
“7.02.2022-13.02.2022 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია: თხილის (Corylus) და მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის Cupressus-კვიპაროსის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება”
კომენტარები