• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცენარე, რომელიც მერიამ დარგო, მსოფლიოს შხამიანი მცენარეების ათეულში შედის და სიკვდილს იწვევს! – რას პასუხობს “ალიას” მერია?

ალია ავტორი - ალია
19:12 08-20-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,542

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო.

ინფორმაცია განახლებულ რუსთაველზე და დარგულ ნერგებე თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა. იგივე ინფორმაცია გაავრცელა თავის გვერდზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც.

“ალიას” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს განახლებულ რუსთაველზე გავიდა რამდენიმე მამაო, რომლებიც ითხოვდნენ ოლეანდრას ამოღებას რუსთაველის ტერიტორიიდან, რადგან ეს მცენარე მომწამვლელია.

ოლეანდრა მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის. ამ მცენარის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი და ყველა ენაზე გარკვევით წერია, რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან საშიში – მომწამვლელია.

მისი შხამი ფატალურ შედეგს – სიკვდილს იწვევს. მასთან შეხება კლავს მწერებს ადგილზე!

ოლეანდრის არა მარტო ქორფა ნაყოფია საშიში, არამედ მისი გამხმარი ფოთლები და ტოტებიც კი. ოლეანდრის წვენი თვალში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან ადვილად აბრმავებს ადამიანებს. ოლეანდრთან შეხებისას აუცილებლად უნდა გეკეთოთ ხელთათმანები. ასევე აუცილებელია სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაც.

მისი ფოთლის მტვერიც კი მეტად საშიში გახლავთ, იმდენად რომ მისი ტოტების დაწვაც კი მომწამვლელია.

განსაკუთრებით მას ბავშვები მოარიდეთ, უმჯოებიასია, რომ საერთოდ არ მიუშვათ ისინი მცენარესთან და თუ მაინც მივლენ, საგულდაგულოთ დაბანეთ ხელები. ყველაზე საშიში მისი წვენი და თესლები გახლავთ.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ, მაგრამ “ალია” დაამატებს, რომ ფრთხილადაც გადაადგილდით, სასურველია, ნიღბით და ბავშვები ყვავილებთან ახლოს არ მიუშვათ.

“ალია” დაუკავშირდა მერიის გარემოს დაცვის სამსახურს:

-იცით, რომ ოლეანდრი მომწამვლელი მცენარეა?

-თუ არ შეჭამ ასე არ არის მომწამვლელი, თან მეცნიერულად არ არის დადგენილი, რომ მომწამვლელია. სულ რგავდნენ ამ მცენარეს, ქალაქში უამრავ ადგილასაა დარგული.

-თუ სულ რგავდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აწიც უნდა დავრგოთ, მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ არ არის მეცნიერულად დადგენილი, ორლეანდა რომ მომწამვლელია და მისი შხამისგან არავინ მოწამლულა, ან გარდაცვლილა?

-მართლა ბევრ ადგილასაა დარგული და ნამდვილად არ გვაქვს რამე ტიპის ინფორმაცია, რომ მისგან ვინმე მოიწამლა.

-ცუდია თუ ბევრ ადგილასაა დარგული. იცით, რომ სიბრმავეს იწვევს, ბავშვი რომ შეეხოს, ან ფოთოლი მოწყვიტოს? მისი მტვერიც კი სახიფათოა.

-ეგრე სხვა ნებისმიერი მცენარეც იყო მავნებელი, რამე კუთხით რომელიმე ადამიანისთვის, მაგალითად ალერგიული დაავადებების დროს.

-გვაქვს ინფორმაცია, რომ მამაოები იყვნენ დღეს რუსთაველზე გასული და ითხოვნენ ამ მცენარის გადატანას რუსთაველიდან, გვითხრეს ისიც, რომ დაპირდნენ ოლეანდრების გადატანას.

-არა. ოფიციალურად გიდასტურებთ, რომ ჩვენთვის არავის მოუმართავს, მსაგვსი არაფერი ყოფილა.

შეგახსენებთ, მერიამ ამ პროექტზე თითქმის 8 თვე მუშაობდა.

რაც შეეხება თბილისის მერიის პასუხს, რომ მეცნიერულად არ არის დადასტურებული, ოლეანდრას მომწამვლელობა:

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი, ქალბატონი როზა ბიძინაშვილი:

 “ყველაზე საშიში ტოქსიკური ყვავილია ყველასთვის ცნობილი ოლეანდრა, რამაც შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს. მისი ყველა ნაწილი ტოქსიკურია, განსაკუთრებით ფოთლები. ძალიან შხამიანი წვენი აქვს. მისი ფოთოლი, ღერო, ტოტი არ დაღეჭოთ, არ შეაჭამოთ ცხოველებს ან ფრინველებს, რადგან ისინი სწრაფი სიკვდილით დაიხოცებიან. ამიტომაც არის, რომ ამ მცენარის ფოთლებსა და ყვავილებზე ხშირად ნახავთ მკვდარ ბუზებსა და მწერებს, რაც მცენარის მომაკვდინებელი შხამით არის გამოწვეული. მასთან შეხების შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ.” (2016 წ. თბილისელები)

კიდევ უამრავი მეცნიერის დამოწმება შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობთ, თბილისის მერიასაც შეუძლია ოლეანდრაზე ინფორმაციის მოპოვება, მცირედით თუ გაისარჯება.

მართალია, მერია გვეუბნება, რომ მცენარეს თუ არ შევჭამთ, კარგად ვიქნებით და არ მოვიწამლებით, მაგრამ ასე მერიამ არც ის იცის, რომ მცენარის ტოქსიურობა მეცნიერულადაც დადასტურებულია და მისით მოწამვლის შემთხვევებიც დადგენილია! დიდი ეჭვი გვაქვს, მცენარე რომ მსოფლიოს შხამიან მცენარეთა ათეულში შედის, ამ ინფორმაციასაც ახლა ჩვენგან, “ალიასგან” შეიტყობს.

თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ ოლეანდრა ბევრგანაა დარგული და მისგან არავინ მოწამლულა – და მოწამვლის რამდენი მიზეზია დაუდგენელი? აქვე გთავაზობთ, ოლეანდრასგან მოწამვლის სიმპტომებს და თავის შველის საშუალებასაც:

ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება პირის წვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, პულსის შენელება, გონების დაკარგვა და საბოლოოდ ლეტალური შედეგი – გარდაცვალება.

ოლეანდრით მოწამვლა ხშირად შეიძლება ძალიან ჰგავდეს გულის შეტევას. ამიტომ, პირველ რიგში, სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ, მაგრამ თუ ზუსტად იცით, რომ ოლეანდრასთან ჰქონდა ადამიანის შეხება, სანამ დახმარება მოვა, პირველ რიგში უნდა გამოიწვიოთ გულისრევა, სასწრაფოდ უნდა დალიოთ რძე ან უმი კვერცხის ცილა. ოლეანდრის ანტიდოტი ატროპინია.

ალია

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved