• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მტყუანზე დააგინებ და…” – “ნაცია” თუ “ქოცი” მდინარაძე და როგორ წაუყენა ოცნების პროკურატურამ უკანონო ბრალი მერაბიშვილის ბიძას

ალია ავტორი - ალია
15:24 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
703

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო.

განცხადება მდინარაძემ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მას სოციალურ ქსელში 2013 წელს გაკეთებული განცხადებები შეახსენეს:

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!)

ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას – ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად „ნაცების“ ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება ჭირდება).

„ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“.

გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ – ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი“ ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს.

„ნაცებს“ და განსაკუთრებით „ნაცებთან“ მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოც. ქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული – ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო).

ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო.

ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved