• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთავრობებისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და ვირუსოლოგებისათვის ძალიან ძნელია ამ შეცდომის აღიარება…“ – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ალია ავტორი - ალია
18:41 05-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებს განიხილავს.

„ძალიან ძნელია შეცდომების აღიარება.

პირველი შეცდომა იყო: ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის და აშშ-ის დიდი ქალაქების. ჯანდაცვის სისტემების სრული უსახური ქმედება, რითიც დაირღვა ინფექციის და ეპიდემიის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი წესი და ესაა ,,დისტანციის დაცვა, უმარტივესი ჰიგიენა. როცა არ გაქვს სისტემა, რითიც ადამიანებს სახლებში შეაკავებ და უსიმპტომოებს არ ჩააყენებ ტესტირების რიგებში არ გაავსებ საავადმყოფოებს იატაკზე მწოლარე უსიმპტომოებით და არ გახსნი მასობრივ კარვებს უსიმპტომოთა დასატესტად უნდა ელოდო კატასტროფას, განსაკუთრებით კი ეპიდემიის პიკის დროს.

მეორე შეცდომა იყო: ამ შეცდომის არ დანახვა და ავტომატურად ყველა ქვეყანაზე უპირობო და უმკაცრესი ჩაკეტვების, ყველაფრის გაჩერების, უმკაცრესი კარანტინების და კომენდანტის საათების გადატანა, როცა ადამიანებს უბრალოდ სუფთა ჰაერზეც კი არ უშვებდნენ.

მესამე დიდი შეცდომა ხდება ახლა: როცა არ ხდება ამ პირველი ორი შეცდომის აღიარება და ემატება მესამე, რომელიც ასევე უარყოფს ქვეყნებს, რომელთაც ეს ეპიდემია გადაიტანეს უეპიდემიოდ ამას ხსნის „კარგი ორგანიზაციით“ ან „კარანტინული სისტემით“, მაშინ როცა ერთადერთი ახსნა გახლავთ ჯვარედინი იმუნიტეტი დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში. ეპიდემიის დასაწყისში დაშვებული შეცდომების გამო, დიდი მასების კოლექტიური შეგროვების გამო, ვერ იმუშავა ამ ჯვარედინმა იმუნიტეტმა. მერე დაიწყო ორგანიზმმა ადაპტირებულად და რეალობის გათვალისწინებით არსებული სისტემების მობილიზება და ამ იმუნიტეტის ეფექტურად გამოყენება. დიდი ქვეყნის მთავრობებისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და ვირუსოლოგებისათვის ძალიან ძნელია ამ შეცდომის აღიარება.

და როგორც ეს კაზინოში მოსდის ხოლმე ადამიანს, წაგებულს ამატებს წაგებულს და ახალ ახალ ნოსტრადამისეულ სცენარებს იგონებს მასობრივ პანიკას იწვევს, რომ ისინიც, სადაც არ მოხდა ეპიდემიური განვითარება, როგორმე ჩააჯინოს მისეულ აზროვნების სქემაში.

დღეს მთელი მსოფლიოს თავისუფალი ნება და უფლებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილი, პოლიტიკის არაბოროტად გამომყენებელი ხელისუფალი ჰყავს ცალკეულ ქვეყანას. და არა კანონზე, არა დემოკრატიულ და სადისკუსიო კულტურაზე, არა მხოლოდ ერთი მხარის, ვირუსოლოგების ტუნელის მზერის კითხვის ქვეშ დასმაზე. ფილტვების სპეციალისტები, რეანიმატოლოგები, პრაქტიკოსი ექიმები, პათოლოგები სდუმან, იმიტომ რომ ეშინიათ არ გამოაცხადონ რაღაც შეთქმულების თეორიების მომხრეებად. დიფერენცირებული და რეგიონალური მიდგომის აღიარება გერმანიამ ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე გამოაცხადა. მედიასივრცე კი წინანდებურად 100%-ით უმძიმეს ნოსტრადამიზს და არაერთი დაღუპვის, გადაშენების თეორიას უჭირავს თუკი არ გამოვიკეტეთ რამდენიმე თვით და არ შევწყვიტეთ ადამიანებმა ადამიანებთან ურთიერთობა. როგორც კი დაიწყებ დიფერენცირებულად მსჯელობას, მოგადგება არასრულფასოვანი ექიმის კომპლექსით შეპყრობილი მავანი ლაბორატორიის გმირი და გეუბნება, თუ ასეა, მაშინ საერთოდ არაფერი ყოფილა საჭირო და მიდით, იგრიალეთო. აი ესაა ტიპიური დემაგოგია, როცა ცდილობენ რომ რაღაც კუთხეში მოგამწყვდიონ და გიმტკიცონ თუ კომენდანტის საათის და ჩაკეტვის წინააღმდეგი ხარ, მაშინ რა, ყველა დავხოცოთ ამ ინფექციითო. მოკლედ, ელემენტარული ჰიგიენის წესები ყველამ იცით, ინფიცირების გზები იცით, სარისკო ჯგუფი ვინცაა, იცით. სტატისტიკური სიკვდილიანობა იცით 0,37-დან მაქსიმუმ 1,9%-მდეა უსაშინლესი ეპიდემიის რეგიონებში…

საკუთარი მომავალიც იცით და თქვენი შვილების მომავალსაც კარგად ხედავთ, ჰოდა, დაფიქრდით და გადაწყვიტეთ ყველამ თქვენთვის. ნუ გადააბარებთ თქვენს ცხოვრებას და მომავალს ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ ერთადერთი გამოსავალი, რომ თავი გამოიკეტოთ. პრინციპში, ეს იმ მღვდლის მსგავსია, სხვებს რომ სახარებას უკითხავს და მარხვაა გადარჩენაო რომ ეუბნება და თვითონ უკანა ოთახში ქათამს მიირთმევს. უბედურება ისაა, რომ ბევრი ვერ ხედავს, რომ ეს ნოსტრადამუსი მღვდლები თავად საჯაროდ არ იცავენ ამ თავიანთ „სახარებას“. ერთი თოქშოუდან, ერთი საჯარო წარმოდგენიდან მეორეში მიდიმოდიან, მხოლოდ პირბადით და ჩვეულებრივ მუშაობენ. ათჯერ მეტს იმუშავებენ ახლა, ამ დროს და სხვებს ეუბნებიან, აი თქვენ დაჯექით სახლებში და გამოიკეტეთო.

თუ ასე დარწუნებული ხარ და დიდი ვირუსოლოგიც ხარ, შენ გამოიკეტე შენს ლაბორატორიაში და იმუშავე მარტო, იზოლაციაში ან ვაქცინაზე ან სხვა რამე სასიკეთოზე შენ გამოიკეტე, დამანახე რომ მუშაობ გამოკეტილი ლაბორატორიაში და იქნებ მერე დავფიქრდე მეც და იქნებ ცოტაც დაგიჯერო კიდეც. ამოვიდა ყელში ეს ტვინამპუტირებული და მრავალი რეალობების მიმართ ასე რეზისტენტული აზროვნება. არაა ყველგან ნიუ იორკი იმიტომ კი არა, რომ სხვაგან მაგრად იმუშავეს, არამედ იმიტომ რომ იქ შეცდნენ, რამდენჯერმე, დაანგრიეს პრაქტიკოსი ექიმის სისტემა. დაკეტეს პერიფერიების საავადმყოფოები, დაცალეს ექიმებისაგან რეგიონები გადააქციეს სისტემები თავკომბალებად, პატარა საავადმყოფოები დიდმა ჩაყლაპა და დიდები კი მეგა ცენტრებმა, ჰოდა სად მისულიყო ადამიანი? მივიდა ამ მეგა ცენტრებში ათიათასობით და ახლა კი, ვერ ახერხებენ ამის აღიარებას, რომ სისტემა დაანგრიეს ან სულ არ ააშენეს”, – წერს სოციალურ ქსელში იაგო ფრანგიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved