სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოს მთავრობა, რაღაც არ მომწონს საკომპენსაციო თანხების თქვენი გადანაწილების პრინციპი!! ეს არ არის ნორმალური, როდესაც კომპანიებმა თუ დამსაქმებლებმა, ხალხს, ხელფასები ჩაურიცხა 1 აპრილს , თუ რას ხიმანდრობენ ვერ გავიგე! ზოგს, ვისაც მანამდე მუდმივად უგრძელებდნენ კონტრაქტებს, უცბად აღარ გადაუგრძელეს და ვითომ ვირუსის ბრალი კი არა კომპანიამ “მანამდე გაუშვა ” თანამშრომელი..
მოკლედ, თქვენმა მოგონილმა საკომპენსაციო სისტემამ, ჩემი აზრით, კრახი განიცადა, გააჩინა ბევრი საეჭვო ხვრელი, ვიღაც -ვიღაცეების სასარგებლოდ და საზოგადოებაში წარმოშვა უსამართლობის, დაუცველობის განცდა!1
უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რაიონებში, მუნიციპალიტეტებს, ხოლო თბილისში, კვლავ მერიას და გამგეობებს გადაენაწილებინათ ეს თანხები, რადაგან თბილისის გამგეობები, უკვე წლებია, გასცემენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს, გარკევული პრიორიტეტებით, რა თქმა უნდა და მათზე უკეთ, არ მგონია რომელიმე უწყებამ იცოდეს, ვინ მუშაობდა, ვინ არა და ვის როგორი მდგომარეობა ჰქონდა ეს წლები, ბოლო დრომდე.. შესაბამისად, სხვა სისტემით და სხვაგვარად მოიფიქრეთ ამ დახმარებების გაცემა…
ისევ აჯობებს, განცხადებების საფუძველზე განიხილოთ, მგონი… მე და ბევრი ჩემნაირი რომ არ დაგიწერთ განცხადებას, ეს ზუსტად ვიცი…
იქნებ ვიღაც მუშაობდა კიდეც, და სხვა შემოსავალიც აქვს, არ ჩაეწილოს თანამოქალაქეს… როგორც ეს პრობლემა წარმოიქმნა დენის და გაზის გადასახადებზე, ზოგს სულ არ გვჭირდებოდა თქვენი გადახდა … კი, ჩვენის მხრივ სხვებს გადავუფარეთ თანხა, ვისაც არ შეხებია, ისეთს, მაგრამ “სამსახურებობრივი კომპენსაციები” მართლა ძალიან ბევრ თვითდასაქმებულს თუ პატარა საწარმოებში, ან კომპანიებში დასაქმებულებსაც კი არრ შეხვდა – ეს ერთი და მეორეც, ვინც დაუსაქმებელი იყო მანამდეც, იმათ რა უფლებით არ აძლევთ, საშიმშილლოდ იმეტებთ? იქნებ მათ ვინც ეხმარებოდა (თუნდაც უცხოეთიდან), იმ დასაქმებულებსაც გაუჭირდათ?!…
მოკლედ, ქაოტურად და შეიძლება აბრა-კადაბრა დავწერე, მაგრამ გამგეობები ყოველთვის კეთილსინდისიერად ანაწილებდნენ სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილ ფინანსებს, იქნებ მათ გაუზარდოთ ბიუჯეტი, რომ უბნების და ოჯახების მიხედვით მივხედოთ ხალხს, ასე უფრო გამარტივებული და ოპერატიულად დარიგებული არ იქნება, როდესაც 10 რაიონის გამგეობა ჩაუჯდება გადასანაწილებელ ფინანსებს? მით უმეტეს, რომ ყველა სამინისტროზე უკეთ იცნობენ ოჯახების მდგომარებას ??!..
მეგობრებო, ველი თქვენ პრეტენზიებს, აზრებს და ჩანართებს კომენტარებში…”
კომენტარები