• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ოღონდ არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:06 11-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,ვუსმენ ეს დღეები ბევრი ლიდერის გამოსვლას, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ეს, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ოღონდ, ჩემი აზრით, არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელმაც მომავალში უნდა აგვარიდოს თავიდან არჩევნების დღეს გაყალბება, მათ შორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. როგორ ავიცილოთ თავიდან თუნდაც ხელახალი არჩევნების გაყალბება? როგორც არ უნდა გამოცვალოთ ცსკო, თუ გაყალბების დაშვება არდაშვება ისევ ადამიანურ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, საზოგადოებას არანაირი გარანტია არ ექნება, რომ იგივე არ განმეორდება.

დღეს ვინ მოდის არჩევნებზე და აძლევს ხმას, მისი ვინაობა დასტურდება ან პირადობის მოწმობით ან პასპორტით, რომელსაც დებენ ვერიფიკაციის მანქანაში ან შეჰყავთ პირის პერსონალური მონაცემები. ხელისუფლებას შეუძლია აკრიფორს პირადობები და სხვას მიცემინოს ხმა მათი მეშვეობით, თუკი უბანზე კომისიის წევრმა ვერ ან არ დაადგინა, რომ საბუთი მართლა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელმაც დოკუმენტი წარმოადგინა, შეუძლია ქვეყნიდან გასული მოქალაქეების პირადობები ერთჯერადათ დაბეჭდოს (ასეთი მაგალითიც გვქონდა საუბედუროდ) და მისცეს ხმის მისაცემად თავის აქტივს, ვერიფიკაციის აპარატში შეიყვანოს არჩევნებზე არმოსული ამომრჩევლის პირადობის ან პასპორტის მონაცემები და ასე მისცეს თავის მომხრეს მეორედ ხმის მიცემის შესაძლებლობა და ა.შ. მოკლედ, გაყალბების მეთოდი ბევრია.

ეს რომ გააჩერო ძალიან კარგად მომზადებული, უშიშარი კომისიის წევრი და დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას და სადმკვირვებლო სექტორს, პლიუს ამას კომისიის თავმჯდომარემ არ უნდა გაგიძევოს ასეთი წევრი ან დამკვირვებელი უბნიდან. მოკლედ არსებული ხმის მიცემის ელექტრონულ სიტემაში გაყალბებისგან დაცვა ისევ ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ბიომეტრიული მონცემით ვერიფიკაციისას, როგორი კომისიის წევრებიც არ უნდა იყვნენ უბანზე ამომრჩეველმა, ვინც ერთხელ უკვე მისაც ხმა, ის ვერანაირად ვერ მოახერხებს ვერც სხვისი საბუთით, ვერც სხვისი სახელი და გვარით უბანზე ხმის მიცემას, იმიტომ რომ მას ვერიფიკაცია უკვე გავლილი ექნება ან თითით ან სახის ფოტოთი ან თვალებით. ვინაიდან ამ ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემი როგორც უკვე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ექნება დაფიქსირებული ვერიფიკაციის აპარატს.

სად არის გამოსავალი? დღეს ბიომეტრიული ვერიფიკაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად საქართველოს საზღვარზე ეს ხდება ბიომეტრიული ფოტოთი. შესაბამისად, ვინაიდან თოთოეული ადმიანის ბიომეტრიული მონაცემი არის უნიკალური, ვერანაირი სახელმწიფო, სუსი შსს და ა.შ მას ვერ დაამზადებს. ამიტომ ამომრჩველი როცა ერთხელ მისცმეს ხმას, ვერიფიკაცციის აპარატი დაიმახსოვრებს მის მონაცემებს, ერთი და იგივე პიროვნების ხმის მიცემის მეორე მცდელობას უბრალოდ დაბლოკავს, ვინაიდან მისი მონაცემები უკევ დაფიქსირებული ექნება აპარატს.

რადგან ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურის უმრავლესობა შემოტანილი აქვს ცესკო-ს, ძირითადი ხარჯი უკვე გაწეულია, ამიტომ ბიომეტრიული ვერიფიკაციის აპარატების შემოტანა და ამ სისტემასთან მისი ინტეგრირება არც დროის და არც ფინანსური თვალსაზრისით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვნად დაგვაზღვევს არჩევნების დღეს, სხვისი საბუთით, სხვის მაგივრად ხმის მიცემის საშიშროებისაგან. 2010 წელს ახლოს ვიყავით ამ ნოვაციის შემოღებასთან. მე ვმუშაობდი იმ ჯგუფში ვინც ოპოზიციიდან მოამზადა ამ ცვლილებების პროექტი. მაშინ ბოლო მომენტში ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაშალა ამ იდეის განხორციელება. ახლა კიდევ გვაქვს ამ საკითხის აქტუალიზების შესაძლებლობა, ოღონდ არც ქართული ოპოზიცია და არც სამოქალაქო სექტორი ამ მოთხოვნას არ აყენებს, რატომ? ვერ ვიგებ..”

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved