• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავარი გზავნილები აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენიდან

ალია ავტორი - ალია
13:48 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენა ჩატარდა. მთავარი გზავნილები, რომლებიც სხდომაზე ითქვა:

ჯინ შაჰინი: “რუსეთი არეულობითა და ქაოსით საზრდოობს და ოპოზიციონერების ციხეში გატარებული ყოველი დღე, რუსეთის გამარჯვებაა”.

ჯინ შაჰინი: “ყველა მხარეს მოვუწოდებ, უარი თქვან მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებზე და სანაცვლოდ ქართული დემოკრატიის გაძლიერებასა და დაცვაზე იფიქრონ”.

ჯორჯ კენტი: “საქართველოსთვის მელიას დაჭერა უკანგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიიდან”.

კარა მაკდონალდი: “საზოგადოებისთვის პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის შესამჩნევად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება”.

ჯეიმს რიში: “საქართველოში ოლიგარქიული გავლენები იზრდება სასამართლოზე, მედიასა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე”.

რონ ჯონსონი: “სენატს შეუძლია, მიიღოს რეზოლუცია საქართველოში პარტიების წასახალისებლად, რათა ერთად, თავად გადაჭრან უთანხმოებები”.

კრის მერფი: “ძალიან ბევრი მსგავსებაა იმაში, რაც მოხდა საქართველოში და რაც მოხდა უკრაინაში. რუსეთი დებს ფსონს იმაზე, რომ შეძლებს ამ ორი ერის ეკონომიკისა და პოლიტიკის დესტაბილიზაციას და ისინი ეტაპობრივად დანებდებიან, გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომ სრული დაპყრობის გარეშე აღმოჩნდებიან კრემლის გავლენის ქვეშ”.

ჯინ შაჰინი: “მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო, ვციტირებ, “კონკურენტული და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული”, ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს”.

ჯორჯ კენტი: “მართალია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, თუმცა საქართველოს ლიდერებისგანაც მოველით, იმოქმედონ ქვეყნის საჭიროებისამებრ”.

კარა მაკდონალდი: “პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში, არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლესი საბჭო გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული სისტემის და დაწინაურების სისტემის გამოყენებით და ა.შ. დიდწილად მას კლანად მოიხსენიებენ”.

ჯეიმს რიში: “ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის მიმართ და შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ”.

ჯინ შაჰინი: “არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს”.

ჯეიმს რიში: “როდესაც ჩვენ [2012 წელს] შევხდით ბატონ სააკაშვილს, ის ამბობდა, რომ ხელს არ შეუწყობდა ძალაუფლების გადაცემას. მე ვკითხე, ჯორჯ ვაშინგტონზე თუ სმენოდა. მან მითხრა, კი მსმენია, ჯორჯ ვაშინგტონზე ყველას სმენია. მაშინ მე ვუთხარი, როგორც იცი, ის ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო, 200 წლის შემდეგ, როცა ეს არჩევნები ჩაითვლება პირველ ღია, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებად, ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენზე, როგორც პრეზიდენტზე, რომელმაც გაიარა ეს არჩევნები. როგორ გინდა, რომ მათ დაამახსოვრდე? როგორც ჯორჯ ვაშინგტონი თუ როგორც ადამიანი, რომელსაც არ ჰყოფნის უნარი, შეეგუოს მარცხს?”.

წყარო – ტაბულა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved