დაკავებულია კანადისა და რუსეთის მოქალაქეების გაუპატიურების მცდელობისთვის 40 წლამდე მამაკაცი. ირკვევა, რომ მთაწმინდასა და კუს ტბაზე მოსეირნე ქალებს უსაფრდებოდა და მათ გაუპატიურებას ცდილობდა.
ირკვევა, რომ ბრალდებულმა რუსი ტურისტის გაუპატიურება მთაწმინდაზე, შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილზე სცადა.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი სამართალდამცველებმა კუს ტბის მიმდებარედ, ტყესთან ახლოს დააკავეს. ეს დანაშაულის კიდევ ერთი ადგილია, სადაც მან კანადელი ქალის გაუპატიურება სცადა.
კომენტარები