ახალი დაპირისპირება საპატრიარქოში – საქმე ეხება მღვედლმონაზონ ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მან მეუფე პეტრეს ბრალდებების მტკიცებულებად გაასაჯაროვა.
მამა დავით ჭინჭარაული, რომელიც სკანდალური აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, სამების საკათედრო ტაძარში დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მამა დავითისგან განსხვავებით, რომელიც პატრიარქთან დაახლოებული პირია, მწვავე განცხადებები გააკეთეს სინოდის სხვა წევრებმა.
ბოდბის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი:
“ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა, იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია. ვერასდროს ვერაფერი ვერ დაამტკიცა, რასაც ამტკიცებს. მაგენი, ზოგიერთები, იმდენს იძახიან მაგაზე, თითონ გახდებიან შესამოწმებლები მაგ თემაზე. მტერია ჩვეულებრივი, მშიშარა კაცია. იმალებიან, ისე დადიან”
კომენტარები