• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსურს მოგაწოდოთ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები –დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:50 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
586

პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პასუხობს იმას, რომ პოლიტიკოსები და სხვადასხვა ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უამრავი ადამიანის ტოვებს: 

 

,,დღეს, საქართველოში რადიკალიზმით გაჟღენთილი პოლიტიკოსები და მათი ტელევიზიები ხშირად ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომ მოქალაქეები მასიურად გარბიან ქვეყნიდან. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ტვ „პირველის“ ეთერით, ინგა გრიგოლიას მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. მართალია, ტელეწამყვანი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა, შეეძლო ეს ციფრები შესაბამის ექსპერტებთან გადაემოწმებინა.

საუბარი იყო ბოლო წელს საქართველოდან გასული მოსახლეობის რაოდენობაზე. ციფრები, რომელიც წამყვანმა მოიყვანა, არის 2021 წელს საქართველოდან მხოლოდ გასულთა რაოდენობა და არაფერი თქვა შემოსულთა, ანუ უკან დაბრუნებულთა რაოდენობაზე.

სტატისტისკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან გავიდა 99 974 კაცი, ხოლო შემოვიდა (დაბრუნდა) 74 008 კაცი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტთა რეალური რაოდენობა 2021 წელს არის 25 966.

იმ მთლიან რაოდენობაში, ვინც გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, შესაძლოა თავად ჟურნალისტიც შედიოდეს, თუკი ის ამ წელს უცხოეთში გავიდა, მაგრამ ის არ არის ემიგრანტი. ამ ციფრებში შედიან ქვეყნის ოფიციალური პირებიც, დეპუტატებიც, სპორტის, განათლების, კულტურის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც.

მინდა განვმარტო, რომ ქვეყნიდან გასულთა საერთო რაოდენობა არ განსაზღვრავს მიგრაციის სურათს ქვეყანაში. საერთაშორისო სტანდარტებით, ემიგრანტად ითვლება ის პირი, ვინც ქვეყნიდან გადის და ერთი წლის განმავლობაში უკან არ ბრუნდება. მნიშვნელოვანი ის კი არ არის მარტო რამდენი გავიდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკან რამდენი დაბრუნდა. სახელმწიფოს განვითარების ტემპები თავისთავად გულისხმობს მოსახლეობის გაზრდილ ვიზიტებს უცხოეთში.

მსურს მოგაწოდოთ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს. შედარებისთვის გაწვდით ასევე მიგრაციის მონაცემებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და დღევანდელი მმართველობის დროს.

განმარტებისთვის, „მიგრაციული სალდო“ ნიშნავს გამსვლელებსა და შემომსვლელებს შორის სხვაობას. უარყოფითი სალდო კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. თუმცა, წლების მიხედვით ამ ციფრებს შორის შთამბეჭდავი სხვაობაა:

2004-2012 წ.წ. უარყოფითი მიგრაციული სალდო -221 214
2013-2021 წ.წ. უარყოფითი მიგრაციული სალდო -63 981

ანუ, ემიგრანტთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა. 2012 წლამდე უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა ქვეყანას და რჩებოდა ემიგრაციაში, ვიდრე უკანასკნელ 10 წელს.

შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ დიდი ამბიციების მქონე ტელევიზიას არ შეეძლო ამ ინფორმაციის ხალხისთვის სწორად მიწოდება. კიდევ და კიდევ, ეს არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც მოსახლეობის ნეგატიურ ზომბირებას ახდენს. ოპოზიციის და მათი სატელიტი ტელევიზიების მხრიდან ხალხის მოტყუების მცდელობა პოლიტიკურ მიზნებთან არის დაკავშირებული. ჩვენ კი ხალხს არავის მოვატყუებინებთ.
ზოგადად, მიგრაციული პროცესები დღეს ევროპაშიც საკმაოდ მძლავრია. მოსახლეობის ემიგრაცია შეინიშნება ევროპის ძლიერი სახელმწიფოებიდანაც კი. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც ჩვენსავით, ბევრ ქვეყანას აწუხებს. “

თეგები: განცხადებადიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved