• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოში სურსათის გაძვირება ახლა დაიწყო, საქართველოში ფასები მუდმივად პიკზეა

ალია ავტორი - ალია
20:30 07-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

მსოფლიოში ძირითადი სასურსათო პროდუქტების გაძვირება დაიწყო. პანდემიის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ, ფასები მაღლა დაიძრა. საქართველოში გაცილებით უარესი ვითარებაა, რადგან ჩვენთან საგანგებო რეჟიმის პერიოდში, მკვეთრად დაცემული მოთხოვნის პირობებშიც კი, არანორმალურად ძვირდებოდა სურსათი და არც ეკონომიკის გახსნის შემდეგ დატყობია ბაზარს სიიაფე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) ფასების ინდექსის მიხედვით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი), ფასები, ბოლო სამი თვის მანძილზე, პირველად, 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.

ოთხთვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულ ზეთზე ფასმა 11.3%-ით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. ფასების ზრდას ხელი შეუწყო პროდუქტის საწარმოო პროცესის შეფერხებამ, რაც მუშახელის ნაკლებობას უკავშირდება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სოიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასიც.

ფაო-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. ნედლი ნავთობის ფასების მატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შაქრის გაძვირებას. ეთანოლი, რომელიც ნედლი ნავთობის წარმოებაში გამოიყენება, შაქრის ლერწმისაგან მიიღება, შესაბამისად, ეთანოლზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შაქრის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრაზილიამ, უფრო მეტი ეთანოლი აწარმოა, ვიდრე შაქარი, რამაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა.

4%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანეაში.

წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარ მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას უკავშირდება.

ფაო-ს სტატისტიკა და მსოფლიოში ფასების მერყეობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოში ხდება. მას შემდეგ, რაც „საქსტატმა“ ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, აშკარა გახდა, რომ წელს მთელი ქვეყანა ტოტალური სიძვირისთვის არის განწირული. წლის დასაწყისიდან წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშოა ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ფასების ცვლილება: ივნისში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (46.5 პროცენტით), რძის ნაწამზე და კვერცხზე (17.2 პროცენტით), თევზეულზე (15.8 პროცენტით). გაძვირებულია ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტით), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტით), ხორცი და ხორცპროდუქტები (13.1 პროცენტით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტით).

10 ყველაზე გაძვირებული პროდუქტი კი, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასი 2020 წლის ივნისში ასე გამოიყურება: წიწიბურა – ფასი გაიზარდა 122,8%-ით, ვაშლი – 95,6%-ით, საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3%-ით, ლიმონი – 49,8%-ით, მწვანე ლობიო – 48,9, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 48,1%-ით, ნიორი – 47,4%-ით, ფორთოხალი – 44,4%-ით, ყურძენი – 40,6%-ით, კივი – 40,0%-ით.

ექსპერტები პანდემიისა და ლარის გაუფასურების მიუხედავად, ასეთ ინფლაციას და ციფრებს არ ელოდნენ. ისინი ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს როგორც სტაგნაცია, ისე ინფლაცია და არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ კორონავირუსს დაბრალდეს. პირველ რიგში, ეს ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგია.

„პანდემიას ვერაფრით დაბრალდება ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე ფასის მატება. კორონავირუსმა გამოიწვია ის, რომ გლობალური მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც შემცირდა მოთხოვნა და მიწოდებაც. ასეთ პირობებში, ფასების ზრდის მოთხოვნის ფაქტორი, ფაქტობრივად, აღარ არის, რადგან ადამიანს თუ არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, მას არ ექნება დამატებითი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ხარჯზე ვერ მოიმატებს ინფლაცია“, – განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

გარდა ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეული პროცენტითაა გაზრდილი მედიკამენტების ღირებულება, მათ შორის, ყველაზე მოთხოვნად წამლებზეც.

for.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved