პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:
“თურქეთმა და ყაზახეთმა სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ესეც ნიშანი იმისა, რომ პუტინის “ოდეკაბედან” – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან მხოლოდ ფიტული დარჩება. რეგიონის ქვეყნები სხვა პარტნიორებს და რეალურ ზურგს ეძებენ, რუსეთისგან გასაქცევად და რუსეთის დასაბალანსებლად. ამასთან, თურანული ქვეყნების კავშირი, რუსეთის დასუსტების პირობებში ჩინეთის შეკავების ფაქტორადაც იქცევა რეგიონში დასავლეთისთვის. ასე რომ, მსოფლიო პოლიტიკა წინ მიდის, მაშინ როცა ჩვენ კიდევ დეპოში ვართ.”
კომენტარები