• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიო პანდემიის გამო, გათავისუფლებენ თუ არა საქართველოში პატიმრებს?!

ალია ავტორი - ალია
16:20 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში გავრცელებული პანდემიის გამო, გათავისუფლებენ თუ არა  ჩვენს ქვეყანაში პატიმართა ნაწილს?! ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დღეს გაერომ სახელმწიფოებს მოუწოდა, მსჯავრდებულთა ის ნაწილი, რომელიც კორონავირუსთან მიმართებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს. საუბარია, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დგას თუ არა ქვეყნის დღის წესრიგში საქართველოს ციხეებში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე, ასაკოვანი ან მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პატიმრების გათავისუფლების საკითხი?

ამ კითხვით “2020NEWS“-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

როგორც სააგენტოს დაწესებულებაში განუცხადეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა შესაძლო გათავისუფლების საკითხი მათგან დამოუკიდებელი მექანიზმების ამოქმედებას გულისხობს.

მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა მოწყვლადი ჯგუფების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი პენიტენციური სამსახურისთვის უცნობია.

“მოწყვლადი ჯგუფები, პრაქტიკულად, ყოველ თვე თავისუფლდებიან – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ან შინაპატიმრობით. სხვა კოპეტენცია პატიმრების გაშვებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს.
რაც შეეხება ვირუსთან დაკაშირებით გათავისუფლებას, ალბათ, ასეთ შემთხვევაში, სხვა მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“,- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ირანმა პატიმრობიდან ასობით პატიმარი ციხიდან უკვე გაათავისუფლა.  აგრეთვე, თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანკარა  ციეებიდან 100 ათასი პატიმრის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved