მშვიდობა ისრაელს – კვირას, 16 საათზე, თბილისში ისრაელის მხარდაჭერის მსვლელობა დაიგეგმა. ორგანიზატორი ორგანიზაცია “ნაბიჯია”.
კვირას, 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით გადავინაცვლებთ საქართველოს პარლამენტთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და ვუსურვოთ მათ მშვიდობა. – აცხადებენ ორგანიზატორები.
მეხუთე დღეა ისრაელი ჰამასის ტერორისტებს ებრძვის, რომლებიც შაბათს, 7 აგვისტოს ღაზას სექტორიდან შეიჭრნენ და მოულოდნელად უპრეცედენტო თავდასხმა მოაწყვეს მშვიდობიან მოქალაქეებზე.
კომენტარები