• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მშვენივრად მივირთმევ და ვინელებ, თუ ვიცი, რომ რამე შემეშალა. ხოდა შაბათ შალომ და ბედნიერი თებერვალი ყველას” – ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
17:06 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას რჩევებს აძლევს:

“მოკლედ მეგობრებო, ვინც ჩემ კედელზე ხშირად ხართ, იცით, არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის, რომ ადამიანს საყოველთაო დაცინვა, ბულინგი და ჯოჯოხეთი განეცადა. ეს კი არა, კომენტარების ჩატში რომ ვინმე ჩხუბობს, მაქსიმალურად ვცდილობ განმუხტვას. ზოგჯერ ფრენდის ნააზრევი რომ მომწონებია და გამიზიარებია, მის მიმართ კომენტარებში თუ ვერ ვმართავ აგრესიას, აუცილებლად ვშლი პოსტს. მირჩევნია შეველიო სტატუსს, ვიდრე ჩემ კედელზე ფეხქვეშ თელონ ვინმე. მიუხედავად ამისა, გადაცდომა მეც ხშირად მომდის ჩემი ხასიათის ფარგლებში. ხან მხიარულების ჭარბი დოზა მაშვებინებს შეცდომას, როგორც ნიკო მეტყოდა, “ვერ ვღადაობ” საკმარისად წარმატებით ყოველთვის, ხან საკუთარი ფიქრის, რის გამოც სტატუსი დაიწერა, არასაკმარისი განმარტება, რომელიც სხვა განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად, ან სხვა აზრის გამოხატვას და სხვა რამ გამოდის, რადგან სადღაც კონტექსტი ვერ დავაზუსტე, რის პასუხადაც, ცხადია მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ, რადგან შეცდომაზე, რათქმაუნდა, უნდა მოგხვდეს, სამართლიანია. არც მაშინ ვწუხვარ, როცა სრულიად დაუმსახურებლად ვიღებ ცემა-ტყეპას, რადგან სამართლიანი თუ უსამართლო, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ბულერი, მჩაგვრელი, მაწყევარი და მაგინებელი, აგრესორია ცუდი ტიპი და არა მსხვერპლი. ხოდა გავატავტოლოგიურებ სტატუსის დასკვნით ნაწილს: როცა ვიმსახურებ, ძალიანაც კარგიმეთქი, ვამბობ, როცა არ ვიმსახურებ, აიდარდიმეთქი. ხოდა ასე გირჩევთ შეხვდეთ ყოველგვარ ბულინგს. გაიმსხვერპლეთ? – დამნაშავე მოძალადეა, თქვენ არა. უნებლიედ მოძალადედ იქეცით? – დაუწერეთ ცუდი ქულა საკუთარ თავს და მიირთვით ბულინგი, მშვენივრად მივირთმევ და ვინელებ, თუ ვიცი, რომ რამე შემეშალა. ხოდა შაბათ შალომ და ბედნიერი თებერვალი ყველას”, – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved