• რეკლამა
  • კონტაქტი
06:52, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშობლებმა უნდა გამოატანონ შვილებს პირბადე სკოლაში – არსებობს თუ არა სკოლის გახსნის პროტოკოლი?

ალია ავტორი - ალია
16:13 02-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვალს სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან.

უკვე ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი და მთავარი აქ არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.

ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ თავიანთ შვილებს პირბადე, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის, რაც მოსალოცი ამბავია, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივი გარემოს. ყველას გვინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა“

“ალია” შეგახსენებთ, მინისტრი საუბრის დასაწყისში ამბობს, რომ დეტალური ინსტრუქცია დღეს დაურიგდება სკოლებს, თუმცა საუბრის ბოლოს ამბობს, რომ დეტალური პროტოკოლი აწი შემუშავდება. რა გვეჩქარება, მაგრამ თუ შემოშავდება, იქნებ განათლების სამინისტრომაც გაავრცელოს რა პროტოკოლს შეიმუშავებენ და მხოლოდ სკოლების იმედად არ იყოს, თორემ, აგერ ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილემ პროტოკოლი, როგორ გაიგო, კი ვნახეთ – გავამსხვილებ კლასებს და რომ აფეთქდება, გადავალთ ონლაინო…

თუ პროტოკოლი აწი უნდა შემუშავდეს, ან ახლა მუშავდება, როგორ გახსენით, მინისტრო სკოლები? რის საფუძველზე? ან, თუ ჯერ პროტოკოლიც არ გაქვთ, რა იცით, სკოლა მზად არის თუ არა, შეუძლია, თუ არა ამ პროტოკოლის შესრულება? სიტყვიერად გადაწყვიტეთ?

აი, აჭარაში სკოლები გახსნილია და ახლა დაიწყეს დამატებით დამლაგებლების ძებნა – რატომ? წინასწარ არც ეგ იყო გათვლილი რა დამატებითი საათები და რამდენი დამატებითი ადამიანი დასჭირდებოდა რეგულაციების დაცვას?

პროტოკოლს შეიმუშავებენო და ყველა სკოლა გახსნილია თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა და იმ სკოლებისთვის პროტოკოლი არ შეგიმუშავებიათ? თუ იმათი პროტოკოლი თბილისში არ გამოდგება? როგორ არის სინამდვილე, დანარჩენი სკოლები პროტოკოლის გარეშე გახსენით, თუ მზა პროტოკოლი ვერ მიაწოდეთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის სკოლებს დროულად და 3 სამუშაო დღე დაიტოვეთ მხოლოდ?

თეგები: განათლებაგანათლების სამინისტრომიხეილ ჩხენკელისკოლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved