• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა – ვახტანგ გომელაური

ალია ავტორი - ალია
19:00 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ჩამოშლილი კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან შესაძლოა ნგრევის საფრთხე ისევ არსებობდეს. მისი განცხადებით ადგილზე მშენებელი კონსტრუქტორები, სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და გასცემენ რეკომენდაციას სამაშველო სამუშაოების გაგრძელების თაობაზე. 

მინისტრის თქმით ნანგრევებში 8 გარდაცვლილი იპოვეს. ამით ცხედრების ძებნა დასრულებულია. 

“პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს ძალიან მძიმე სიტუაცია. 9 ადამიანია გარდაცვლილი. ყველას ოჯახებს ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო ნამდვილად გუშინ, დღესაც, რა თქმა უნდა. 

ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი, რომელსაც ვეძებდით და ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. 

იქედან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა რაღაც ნაწილის, სულ ცოტა, ვხედავთ, რომ ე.წ. სინკარები ბეტონებია გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი მაინც რომელიც იყო მიბმული ამ კორპუსზე, ამას უკვე მშენებლები გადაწყვეტენ. სამწუხაროდ, 9 გარდაცვლილია და ორი ცოცხალი გადარჩა სავარაუდოდ. 

გამოძიებამ უნდა ნახოს საძირკველში რა მოხდა, რამ გამოიწვია ნგრევა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვაჩერებთ ამ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაში, რომ მოგვცენ მშენებლებმა ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა ჩვენი სამუშაოები, რომ ამ სამუშაოებმა არ გამოიწვიოს ნგრევა და არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი კიდევ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved