• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მსგავსი რეგულაცია არ არსებობს არსად… რატომ შეიძლება აკეთებდნენ ამას?!” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
18:50 03-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
740

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამ 20 ლიტრიან პლასტიკის ბოთლებზე კი გავერთეთ, მაგრამ 2 სიტყვა სერიოზულადაც რომ ვთქვათ:

– მსგავსი რეგულაცია არ არსებობს არსად, არცერთ ქვეყანაში. ამასთან მიახლოებულიც კი არ არსებობს არსად, მათ შორის არც ჩვენზე ბევრად მდიდარ და ეკოლოგიაზე უაღრესად ზედმიწევნით მზრუნავ ქვეყნებში;

– თუ ეს აკრძალვა შევიდა ძალაში (არ წაიღეს უკან), მწარმოებლებს რომლებიც ახლა იყენებენ PET-ს (პლასტიკს), მოუწევთ შუშაზე გადასვლა. მაგრამ შუშა ა) ძვირია, ბ) მსხვრევადია გ) მისი ტრანსპორტირება ძვირია. ეს ნიშნავს გაზრდილ წარმოების ხარჯებს, გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებს, და საბოლოო ჯამში გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე;

– მსხვილ მწარმოებლებს (ბორჯომი, კოკა-კოლა, ნაბეღლავი და სხვა) ათობით მილიონი აქვთ დახარჯული PET-ზე დაფუძნებულ საწარმოო ხაზებში. ახლა ეს ხაზები ან უნდა ჩანაცვლდეს სხვა ხაზებით (რაც დამატებით ინვესტიციას მოითხოვს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ შუშის ბოთლებზე დაფუძნებული საწარმოო ხაზი შედარებით ნელია) ან უბრალოდ გამოუსადეგარი ხდება ადგილობრივი ბაზრისთვის;

– ეს იქნება სიგნალი ყველა პოტენციური ინვესტორისთვის (რომლებიც ისედაც აღარ გვყავს) რომ აქ ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს სრულიად უაზროდ და, შეასაბამისად, ამ ქვეყანაში ფულის ჩადება რისკია.

რატომ შეიძლება აკეთებდნენ ამას, 100%-იანი სიზუსტით თქმა რთულია. გარემო რომ არაფერ შუაშია, ცხადია. ან ვიღაცას/ვიღაცეებს სჯიან/აშინებენ/გაწეწვას უპირებენ ან ვიღაცის პინგვინმა პლასტმასის თავსახური გადაყლაპა და ეს სიგიჟე მისი მორიგი დილის ხუშტურია.“

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved