• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მრავალი მიზეზი მაქვს ვერ ვიტანდე საქართველოს მმართველ ძალას”

ალია ავტორი - ალია
02:08 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რამდენიმე საათში შედგება პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წარდგენა. იმედია, ეს ძალა მალე დაეხსნება საქართველოს და პოლიტიკურ უფსკრულში ჩაინთქმება (ოღონდ ენმ-ის აღმასვლის გარეშე).

მრავალი მიზეზი მაქვს ვერ ვიტანდე საქართველოს მმართველ ძალას. ამჯერად, მხოლოდ სამ საშინელ ამბავში ქოცების მონაწილეობას შეგახსენებთ:

  1. გუშინწინ პარლამენტმა ჩააგდო ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაციების საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. მშრომელები ითხოვდნენ, რომ საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მინიმალურ ოდენობად 500 ლარი განსაზღვრულიყო ( დღეს კანონით მინიმალური ხელფასი 20 ლარს უტოლდება, მასზე ნაკლები თუ გადაუხადა დამსაქმებელმა მშრომელს ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება დასაჯონ კიდეც ). სამედიცინო კორპორაციები, სავაჭრო ქსელები, სხვა დაწესებულებები კოლოსალურ მოგებებზე გადიან, მათი ხელმძღვანელები მილიონერები ხდებიან; ექთნები, სანიტრები, მასწავლებლები, დაბალი რგოლის მუშაკები კი 200-300 ლარზე მუშაობენ. მინიმალური ხელფასის კანონი აიძულებდა უმდიდრეს კორპორაციებს, რომ თავიანთი მოგების მცირე ნაწილი მშორმელებისთვის დაეთმოთ, სამართლიანობისკენ გადაედგათ მოკლე ნაბიჯი მაინც.
  2. გუშინ “საპარტნიორო ფონდის” გაზლუქებულმა და კორუმპირებულმა მესვეურებმა პრივატიზაციის გზით გაასხვისეს სს “თელასის” დაახლოებით 25%-იანი წილი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად მიიჩნეოდა. რა უნდოდათ? რას ერჩოდნენ? ფინანსური პრობლემების მიუხედავად თელასი მოგებაზე მუშაობდა, “ფორბსის” ადგილობრივმა გამოცემამ “თელასს” საქართველოს 100 ყველაზე წარმატებულ საწარმოს შორის მეოთხე ადგილი მიანიჭა. თან ქვეყანა თავისი წილით სტრატეგიულ დარგს აკონტროლებდა. დღეს “თელასი” სხვისია, სხვა მოიგებს, სახელმწიფო ამ დარგშიც ხელმოკვეთილი და ბერკეტებგამოცლილი იქნება!
  3. რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სიტყვების გაგონებისას – “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ? ალბათ, იმ წამსვე თვალწინ წარმოგიდგებათ ბანკი, რომელიც გასცემს კრედიტებს ევროპის განაპირა ქვეყნების მოდერნიზებისთვის, ფეხზე დადგომისთვის, ეკონომიკური წინსვლისა და ჩამორჩენილობის დაძლევისთვის !!!
    ორი კვირის წინ ამ ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსებით, “თიბისი ბიზნესის” მონაწილეობით, თემურ ჭყონიამ “მაკდონალდსის” ორი ახალი რესტორანი გახსნა. გახსნას ელჩი დეგნანი და ნათელა თურნავა ესწრებოდნენ.
    ხალხო წარმოიდგინეთ, ქვეყნის განვითარებასა და რეკონსტრუქციას სწრაფი კვების რესტორნების გახსნას უწოდებენ! რესტორნების გასახსნელ რესურსებს აძლევენ კაცს, რომელსაც თავზე საყრელად აქვს ფული !!! და შემდეგ გვიკვირს რატომ ვართ ღარიბები ამ ბოროტმოქმედი მინისტრისა და მისი მშობელი სისტემის ხელში ?!

არ შეგრჩებათ! მოვა დრო და მიწიდან ამოგთხრით! სულ ბოლოს კი დემონები მოგთხოვენ პასუხებს!”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved