• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

ალია ავტორი - ალია
13:45 11-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.

მაგალითად, თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალური გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე – არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით.

ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

საგულისხმოა, აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი  კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე.

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მიზნით სემეკის ახალი რეგულაცია                ხელს უწყობს:

– გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირებას;
– ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების არიდებასა და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას;
– ცენტრალური გათბობის სისტემის მაღალ ენერგოეფექტურობას;
– განახლებადი ენერგიის (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა წყაროების) ათვისებას;
– ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირებასა და კონტროლს.

ცენტრალური გათბობის სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია
განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-
gatbobis-sistema

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved