• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მქონდა ქ-ლორასთან გულწრფელი საუბარი და მომავალში გვექნება კამათი, დისკუსი”

ალია ავტორი - ალია
20:05 01-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“საზოგადოება მინდა ჩავაყენო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვიზუალურად ვაჩვენო დინამიკა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები NDI -ის კვლევებთან დაკავშირებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში ჩატარებული იყო CRRC -ის მიერ, რომელიც ვიცით, რომ დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ტენდენციაც სახეზეა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დინამიკის მიხედვით, ​მაგალითად, 2012 წელს NDI -ის პროგნოზით, CRRC-ზე დაყრდნობით, იყო 18% და როდესაც არჩევნები ჩატარდა, გახსოვთ, რომ შედეგი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ იყო -54, 97%. 2013 წელს NDI -ის პროგნოზით ისევ CRRC-ზე დაყრდნობით იყო 29%, შემდეგ 39% და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ არჩევნებში მიიღო 62%. 2015 წელს, 24% აპრილში, 11% – აგვისტოში, 16%- ნოემბერში. 2016 წელს გაგრძელდა კვლევები და იყო 15%, 2016 წლის ივნისში-17% და ოფიციალური შედეგი იყო 49% (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები) 2017 წელს – NDI -ის პროგნოზი იყო 22%, შემდეგ, ივნისში იყო 30% და კახა კალაძემ არჩევნებში მიიღო 51%. ბოლო კვლევები გვაჩვენებს, რომ კვლევა ჩაატარა ისევ CRRC- მ 2019 წლის აპრილში, სადაც მაჩვენებელი იყო 17%, ხოლო 2019 წლის ივნისი მონაცემებს ემთხვევა დღევანდელი მოცემულობითი მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა კვლავ NDI -მ, კვლავ CRRC- ზე დაყრდნობით.

ალბათ, აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მაჩვენებლებით, თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც დამაჯერებლად. მე წარმოგიდგინეთ იმ დინამიკის ვიზუალური მხარე, რაც საველე სამუშაოების ჩამტარებელმა CRRC- მ 2012 წლის შემდეგ შემოგვთავაზა და NDI -მ გაახმოვანა.

მქონდა ქ-ლორასთან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი და გვაქვს შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გვექნება სიღრმისეული თუნდაც კამათი, დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, შეთანხმების პირობების შესრულების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველა ერთად ვეცდებით, რომ იყოს შედარებით მაინც ობიექტური”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved