• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები – განცხადება

ალია ავტორი - ალია
14:22 12-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,871

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები განცხადებას ავრცელებენ:

,,ჩვენ,  სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები, საბჭოს დებულების შესაბამისად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას  განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ. აღსანიშნავია, რომ ყველა საკითხი რაც ქვეყანაში ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, არათანაბრად მწვავედ აისახება შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.  ამავე საბჭოს დებულების თანახმად, მოწვეულმა წევრებმა მოვითხოვეთ სხდომის ჩანიშვნა ომბუდსმენთან,  რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი. სხდომის პროცესში გვსურდა დღის – წესრიგში იმგვარი საკითხების ასახვა, რომლებიც პირდაპირ გამოკვეთენ შშმ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევას.

კერძოდ:

მედიაში გავრცელებული შშმ პირებისთვის პირადობების წართმევის ფაქტი;
შშმ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან;
შშმ პირთა ხმის ფარულობის დარღვევა;
დემონსტრანტი შშმ პირებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები  პოლიციის მხრიდან და დემონსტრანტი შშმ პირებისთვის თანაბრად უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებული გამოწვევები.

თუმცა ამა წლის 16 დეკემბერს მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმადაც შეხვედრა გადაიდო იანვრის პირველ ნახევრისთვის, იმ მიზეზით რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე შეხვედრის დაორგანიზება სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ ხსენებული საკონსულტაციო მექანიზმის არასერიოზულად აღქმაზე. მოგეხსენებათ, ეს საკონსულტაციო მექანიზმი სწორედაც რომ  უნდა განიხილავდეს და აიდენტიფიცირებდეს შშმ  პირთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების პირობებში.

ამდენად,  მოვითხოვთ საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მექანიზმის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით“

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved