• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება- ენმ-ს საგანგებო მიმართვა

ალია ავტორი - ალია
11:29 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

ენმ ასევე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა მიიღონ, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება უზრუნველყოფილი იყოს

“უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა. 2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს, სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.

იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. საქართველოს ხელისუფლების სახელით, დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელს არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.

საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. აქვე მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიების, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.

მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და კიდევ ერთი უმძიმესი შედეგები მოყვება, როგორც პოლიტიკურ ასევე ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი”. – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved