ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი თბილისში,ნიკა მელია რუსთავში ენმ-ს ოფისზე თავმდამსხმელების დასჯას ითხოვს. მელია საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მოუწოდებს, დროული შეფასება გააკეთონ მომხდარ ძალადობაზე.
ფიზიკურად გაუსწორდნენ დათო კირკიტაძის შტაბის წევრებს, ორი მათგანი არის საავადმყოფოში გადაყვანილი. სწორედ ის ხალხია, ვინც იძალადა 1 კვირის წინ რუსთვაში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. არანაირი რეაგირება არ მოხდა მაშინ. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ “ოცნებას” დაპირისპირებაში, გესლის ნთხევაში. მშვენივრად იციან, რომ მარცხდებიან 30 ოქტომბერს და დაკარგეს ბოლომდე სახე.
მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში ყველა მოძალადე, თავდამსხმელი დაისაჯოს კანონის სრული მოთხოვნით და ძალით. საერთაშორისო საზოგადოებას მივმართო, ადგილზე თუ არის შესაძლებელი გამოცხადდნენ რუსთვაში და მთელმა მსოფლიომ გაიგოს რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ. ვთხოვ ყველა აკრედიტირებულ ელჩს საქართველოში, ჰქონდეს სწორი და დროული რეაგირება.
კომენტარები