• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოუნდა ჩემი მიწით ფულის კეთება! ვაძლევდი ორმაგ თანხას და არ აიღო!” – ცისნამი საყვარლიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:27 10-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,409

ემიგრანტი, მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი:

“ერთი ამბავია და პოსტად მინდა დავწერო.
წლების წინ, იქნებოდა ასე 2013 ან 2014 წელი. ახალი ჩამოსული ვარ ამერიკაში, სასწავლებლად. ჯერ ისევ კოლეჯში ვცხოვრობ, უმუშევარი ვარ და ფული არ მაქვს.
ჩემებს დასჭირდათ თანხა.
ჩემი ძმის პირველი შვილი, თოთო ბავშვი გარდაიცვალა და მის გადასარჩენად ჩემმა ძმამ პაპაჩემის ყველაზე მაგარი ნაკვეთი კაპიკებში გაყიდა.
მე არც კი დამეკითხნენ ისე.
ჩვენი სოფლის სახლის უკან ხევი მოდის, იმ ხევის გადააღმაა ჩვენი მიწა. ატამი გვედგა ხოლმე იქ.
სოფელთან და ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს არის.
სახლზე მეტად ეგ ადგილი მიყვარს, რადგან მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ფეხით გადავირბენდი ხევს და უკვე იქ ვიყავი.
ატმის გარდა გვედგა, ბლის, ალუბლის, კაკლის ხეები და ერთი რიგი საფერავი.
ვგიჟდები იქაურობაზე. სულ პაპაჩემს ვხედავ იქ. ამ ზაფხულს მარტო წავედი და კარგა ხანი ვიჯექი, ვფიქრობდი.
გაჭირვების ჟამს, ისარგებლა გვერდზე ადგილის მფლობელმა კაცმა და ფაქტიურად მოატყუა ჩემი ძმა, უსინათლო დედა და 1 000 ლარად იყიდა ვეებერთელა მიწა. საწყალ კაცს რომ მოატყუებ არ შეგრჩება?! ღმერთი არ შეგარჩენს!
ყველაფერი რომ გაგვეყიდა მაგ ადგილის გაყიდვას არასდროს ვიფიქრებდი, რადგან იქ ჩემი პატარაობაა. ჩემს ძმას ოღონდ ბავშვი გადაერჩინა, ყველაფერზე თანახმა იყო.
აი, ძაან რომ გიჭირს და კაპიკებში აგდებ სამოსახლო ნაკვეთს.
ეს ამბავი როცა გავიგე თავზარი დამეცა. ამ კაცს ვეუბნებოდი ფულს მოგცემ და დავიბრუნებ ჩემს მიწასმეთქი.
1 000 ლარის მაგივრად, 1 000 დოლარს ვაძლევდი ეგრევე.
ჩემების საცოდაობით ისარგებლა და მიიტაცა იმხელა ადგილი.
საბედნიეროდ ისევ ჩვენს მფლობელობაშია. მას არ აქვს გადაფორმებული და სანამ ცოცხალი ვარ უფლებას არ მივცემ ვინმემ გადაიფორმოს.
დედაჩემი, მე და ჩემი ძმა ვართ მეწილეები. ჩემი ძმა და დედა თანახმაა, რომ ამ ტიპს ადგილი გადაუფორმონ, რადგან ყოველ დღე ავიწროვებს. მეკი ცოცხალი თავით მაგას არ ვიზამ. ვანაცვალებ ჩემს სიცოცხლეს.
ახლა მიწები ხომ მაგრად გაძვირდა და ეს ტიპი ვიღაც ქალზე ყიდის, ჩემს მიწას!
მე, ცისნამ საყვარლიშვილი არასდროს არ მოგცემთ ჩემი მიწის გადაფორმების უფლებას.
ნუ ავიწროვებთ ჩემს ძმას! თუ რამის თავი გაქვთ, მოდით ჩემთან, მე შემედავეთ! მიჩივლეთ, დაგახურებთ თავზე მთელს სასამართლოს!
გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ კაცს, რომ კაპიკებში მიწა წაართვით, ახლა გინდათ იმ მიწით მილიონი იშოვოთ?!
ამ ზაფხულს მანდ ვიყავი და რატომ არ მოხვედით ჩემთან სასაუბროდ?! არასწორები ხართ!
არ გიფორმებთ ჩემს კუთვნილ მიწას და ვიმეორებ, სანამ პირში სული მიდგა ეს არ მოხდება.
მაგ მიწაზე პაპაჩემი მზრდიდა და შრომას მასწავლიდა.
მეორედ აღარ შეაწუხოთ ჩემი ძმა და ოჯახი!
სულ მკიდია რას ფიქრობს ყველა!
ვაძლევდი მე ორმაგ თანხას და არ აიღო! ახლა მოუნდა ჩემი მიწით ფულის კეთება!
ეგ მიწა არის ჩემი და სიკვდილამდე ჩემი იქნება.
მე დამელაპარაკეთ თუ ვინმეს საქმე გაქვთ.
I’m the Boss!
That’s all!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved