• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოულოდნელობა აღარ იქნება, თუ ივანიშვილს, კობახიძეს და მის მინისტრებს, დედაქალაქის მერს დაასანქცირებენ” – თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
21:18 05-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31,599

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

ვეტოს დროულად გამოყენებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსულ კანონთან მიმართებაში დარჩენილი გაურკვევლობა საბოლოოდ გაფანტა: ივანიშვილს მაქსიმალურად შეუზღუდა ვაჭრობის სივრცე, წნეხი სრულად ოცნებაზე გადაიტანა. ახლა ბურთი მათ მოედანზეა და თავად უნდა გადაწყვიტონ – ვეტო დაძლიონ თუ არა, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები თუ არა და თუ კი, როგორ და რა ფორმით. ივანიშვილის და ოცნების გადასაწყვეტია უღირთ თუ არა რუსული კანონის ამოქმედება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, საპროტესტო მუხტის ზრდისა და საკუთარი თავებისა თუ ოჯახის წევრების სანქცირების ფასად.

უახლოეს მომავალში უკვე ამერიკის კონგრესში იგეგმება საქართველოს სანქცირებისთვის შესაბამისი კანონმდებლობის ინიციირება. არ მოგესმათ, ეს იქნება “საქართველოს სანქცირების აქტი”!, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს როგორც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების რუსული კანონის და დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დასანქცირებას, ასევე ოლიგარქისა და მისი გარემოცვის ელიტური კორუფციის, კლეპტოკრატიისა თუ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარებისთვის ფინანსურ მარწუხებში მოქცევას. ცალკე თავი დაეთმობა საქართველოში მოსკოვის აგენტურის სანქცირებასაც. სახელმწიფო მდივან ბლინკენს გაუჩნდება პირდაპირი ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და პერიოდულად, კონგრესს, ამის შეახებ მოახსენოს. ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ პრორუსული კურსის ცვლილების შემთხვევაში, რასაც ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების გარეშე არც არავინ ელის,  შტატების მხრიდან ჩვენ ქვეყანასთან სამხედრო, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

ამდენად მოულოდნელობა აღარ იქნება, თუ სულ ცოტა ხანში ივანიშვილს, პრემიერ კობახიძეს და მის მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებსა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს დაასანქცირებენ. შემდეგ კი უკვე ევროკავშირთან შეწყვეტილ უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას, გაჩერებულ ასობით მილიონიან ამერიკულ და ევროპულ დახმარებას, შეფერხებულ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროგრამებს ვიხილავთ. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რუსული კანონის ამოქმედებისა და ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური კურსის რეალიზაციის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება.

კიდევ უფრო გრძელი და საშიშია იმ შედეგების ნუსხა, რომელსაც ეს ნაბიჯები გამოიწვევს: დასავლური კომპანიების  ქვეყნიდან გასვლა და უცხოური ინვესტიციების გატანა; საკორესპონდენტო ბანკების მიერ ქართული ბანკების მომსახურებაზე უარი; უცხოურ ვალუტებში ტრანზაქციების, მათ შორის ფულადი გზავნილების გართულება და შესაძლო შეჩერება; ტურიზმის სექტორის ჩავარდნა, უძრავი ქონების გაუფასურება და საბოლოო ჯამში საქართველოს არათვითკმარი, ექსპორტ-იმპორტზე ჭარბად დამოკიდებული ეკონომიკის ჩამოშლა.

აქვე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბიძინას ავტორიტარიზმის მანიფესტის მოსმენისა და მასობრივი ცემა-რბევა-გინება-ტერორის ფონზე ჯერ კიდევ ,,ეოცნებება,”  ერთ რამეზე მინდა დაფიქრება ვურჩიო: – დავუშვათ რუსეთი არაფერ შუაშია. მართალია, უკიდურესად სუბიექტური უნდა იყო ადამიანი, პირდაპირ კავშირებს ვერ ხედავდე რუსულ ინტერესებსა და ივანიშვილის ნაბიჯებს შორის, თუმცა, ასეც რომ იყოს და ჩავთვალოთ – თითქოს ჩვენ  დასავლეთის კოლონიალიზმს ვებრძვით, მასონებს, გლობალური ომის პარტიას და ათას სხვა სიგიჟეს – შედეგად ვიღებთ ამერიკისა და ევროკავშირის გაძევებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და საფინანსო სივრციდან. ანუ გვრჩება უზარმაზარი შავი ხვრელი, საინვესტიციო და ლეგალური საფინანსო რესურსების მწვავე დეფიციტით, რაც მხოლოდ ლარის კურსსა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების აქტივებზე კი არ აისახება, არამედ ქვეყანაში მოქმედ მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესზეც, რაც ასობით ათას დაკარგულ სამუშაო ადგილთან ერთად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გარდაუვალ, მკვეთრ შემცირებას ნიშნავს. ეს კი საჯარო მოხელეების ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური ვალდებულებების შეკვეცას გამოიწვევს. გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს, თვეების განმავლობაში ვერ მიღებული 14-ლარიანი პენსია, თუ საჯარო სამსახურებში არსებული მათხოვრული ხელფასი… ხოლო თუ ამ ყველაფრის უკან პირდაპირ რუსეთი დგას, სანქციების შედეგად გაჩენილ ფინანსურ ვაკუუმს, დიდი ალბათობით, რუსული შავი ფული შეავსებს, რის შედეგადაც დასავლური ღია ტიპის გამჭვირვალე ეკონომიკის ნაცვლად, სანქცირებული რუსული ეკონომიკის ორმაგად სანქცირებულ დანამატს მივიღებთ.

აქ კი უკვე საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – რა უფრო უარესია: პროცესების უკან  მართლაც კრემლი იდგეს, რომელიც მზადაა შავი ფულით ნაწილობრივი მაინც შეავსოს დასავლური ეკონომიკის საქართველოდან გასვლის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ვაკუუმი, თუ ეს მხოლოდ ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამოწყებული ავანტიურაა, რაც საერთოდ ყველაფრის გარეშე დაგვტოვებს უზარმაზარი ფინანსური თუ ეკონომიკური ორმოს ფსკერზე, საიდან ამოსვლის პერსპექტივაც დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვექნება.

დამეთანხმებით ორივე ვერსია ერთმანეთზე ბნელი და მძიმეა. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ქვეყანას ეს უდიდესი კატასტროფა ავაცილოთ, ვიხსნათ ეკონომიკა სრული ჩამოშლისგან, გადავარჩინოთ დემოკრატია და ჩვენი ევროპული მომავალი. ამისთვის კი საჭიროა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, კრიტიკულმა მედიამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც სახალხო პროტესტის მაჯისცემა ბოლომდე ვიგრძნოთ და გავითავისოთ, ენერგია და რესურსი კი სრულად და ორგანიზებულად რუსული კანონისა და მისი შემოქმედის – ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მივმართოთ.

საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის კი ბოლოს ერთი რჩევა მაქვს – რეალობა აღიქვან ისეთი, როგორც არის – ამ ტრაექტორიით პროცესის განვითარების შემთხვევაში ქვეყანას, ჩვენ ყველას, ანუ თქვენც – მალე გვეყოლება სანქცირებული მმართველი პოლიტიკური კლასი სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკით. გაიაზრეთ და დაფიქრდით თქვენი ოჯახების პირად პერსპექტივაზე, უფრო ზუსტად უპერსპექტივობაზე ასეთ საქართველოში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved