• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოულოდნელი ამბავი” – რა დახმარება შესთავაზა სერბეთმა უკრაინას?

ალია ავტორი - ალია
00:14 01-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
914

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

 

19 იანვრის შეჯამება უკრაინაში:

– დასავლეთში ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურთ და უეჭველად რუსეთის მარცხით. სწორედ ამ ფონზე ბოლო ერთი კვირაა გაერთგვაროვანდა ის სიგნალები რომელიც დასავლეთიდან მოდის – რომ არ ეშინია დასავლეთს რუსეთის და რომ ომი როდემდეც არ უნდა გაგრძელდეს დასავლეთი დაუდგება უკრაინას, როგორც ნატოს დეფაქტო წევრს და აგრესორს დაამარცხებს. მსგავსი ღია განცხადებები ბოლო 48 საათში გაკეთდა დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ფინეთის, პოლონეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.

რუსეთის ომში მარცხი საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებშია. მოქმედ რეალობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრესი მეტოქის მარცხი ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს, მათ შორის ტერიტორიების დაბრუნებასთან და ახალ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებასთან მიმართებით. დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებს საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს – ისტორიის გადმოსახედიდან კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს თუ სად დგას ჩვენი სახელმწიფო (რომლის ოფიციალურ პოლიტიკასაც ხელისუფლება ქმნის). როდესაც ხელისუფლებას ლავროვი კარგი საქციელისათვის აქებს იქ რაღაც ვერ არის კარგად. ომის დროს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოკავშირეებს აკრიტიკებს (რბილად რომ ვთქვათ), მაგრამ რუსეთთან მიმართებით დადუმებულია. ფრენების აღდგენის იდეას სიხარულით არ უნდა ხვდებოდნენ და ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდებას არ უნდა ეგებებოდნენ. გარდა იმისა, რომ მტრის მხარეს რაციონალურ-მორალური მიზეზებით არ უნდა ვიდგეთ, დამარცხებისა და დაღმასვლისაკენ მიმავალი აგრესორი მტრის მხარეს [თუნდაც ფარული] ყოფნა კიდევ უარესია. სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილე რუსეთთან მიტმასნებას არ გულისხმობს.

– უკრაინის დასახმარებლად შვედეთმა 12 Archer თვითმავალი, ავტომატიზებული საარტილერიო სისტემა გამოყო. ასეთი სულ 48 არის აგებული. შესაბამისად, საკმაოდ დიდ კონტრიბუციაზეა საუბარი. Archer-ს მოწინააღმდეგის განადგურება სტანდარტული ჭურვით 30 კილომეტრზე შეუძლია, “ექსკალიბურით” კი 50 კილომეტრზე. მაგრამ აქ საარტილერიო სისტემის სისწრაფეა გასათვალისწინებელი – გაჩერებიდან 30 წამში შეუძლია ზუსტი დამიზნება და გასროლა, მეორე 30 წამში კი იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რომლიდანაც გადაადგილებას დაიწყებს.

შვედეთმა გამოყო 50 CV90 შეჯავშნილი საბრძოლო მანქანა, რომლის უკანასკნელი მოდიფიკაციაც მოწინააღმდეგის ჯავშანსაც კი ადვილად დაარღვევს.

დამატებითი საარტილერიო სისტემები იგზავნება ესტონეთიდანაც ისევე როგორც თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.1%, ხოლო დანია თავის ხელთ არსებულ ყველა CAESAR-ს აგზავნის, რომლის რაოდენობაც 19-ია. CAESAR ფრანგული წარმოების თვითმავალი საარტილერიო სისტემაა.

ამას ემატება საკმაოდ მოულოდნელი ამბავი, რომელიც Visegrád 24-მა სერბულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა – სერბეთი, რუსეთთან თბილი ურთიერთობის მქონე სახელმწიფო, უკრაინას ენერგოსისტემის უსაფრთხოებაში დაეხმარება. სერბეთი ევროკავშირთან კარგი ურთიერთობის განვითარებას და კოსოვოს საკითხის თავის სასარგებლოდ წამოწევას ცდილობს ისევე როგორც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პერიოდულად ითხოვს ხოლმე, თუმცა სერბეთის მიდგომა საკმაოდ ორაზროვანია და გრძელვადიანად იმისდა მიხედვით შეიცვლება თუ რას შეიძლება მოელოდეს რუსეთისა და ევროკავშირისაგან.

– ხვალ გერმანიაში შეხვედრაა სადაც დამატებითი შეიარაღების გადაცემაზე იმსჯელებენ. სავარაუდოა, რომ გერმანიაზე ზეწოლა გაიზრდება Leopard 2 ტანკებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გერმანია, რომელიც ეკონომიკური გიგანტია საკმაოდ კარგავს იმ რბილ ძალას, რომელიც ევროპის მასშტაბით შეიძლება ჰქონოდა. ეს კი ევროპის შიგნითაც ცვლის ძალთა ბალანსს როგორც ვარშავის ისე რომის სასარგებლოდ.

– მოსკოვში სამთავრობო შენობებზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება დაიწყეს. ქვეყანა, რომელიც ერთი წლის წინ კიევის სამ დღეში ასაღებად ემზადებოდა ახლა მოსკოვის დაცვას ფიქრობს.

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved