• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოწამლულია 9 მოსწავლე – “ესენი სკოლაში იყიდება, სად ხართ აქამდე?” – სურსათის სააგენტოს დასკვნა და მშობლების პროტესტი

ალია ავტორი - ალია
17:26 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395
? სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.
? არაგეგმური ინსპექტირების დროს, შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.
⚠️ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების – ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა – 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი – 2000 კწე/გ-ში).
❗ ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.
მედეა ტურაშვილი, სააგენტოს გვერდზევე აქვეყნებს ფოტოს და წერს:
ესენი სკოლებში იყიდება რამდები ხანია. სად ხართ აქამდე? შარშან რომ შეაოწმეთ არ იდო ეს თუ რა? ეს ჩემი შვილების სკოლიდან…ვინ ხართ პასუხისმგებელი ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე?
თ. ფოცხვერაშვილი:
უფასო კვება ხომ არ აღირსეს სკოლებს , თუნდაც , ჯერ დაწყებითი კლასებით დაეწყოთ! და ახლა , ისიც არ უნდა მაკონტროლებელ ორგანოს რომ ამ და სხვა ნაგავი პროდუქციის შეტანა მაინც აკრძალოს! მშობლების უმეტესობა ვცდილობთ რომ სწორი კვების პრინციპით აღვზარდოთ შვილები და რას აკეთებს ამდროს სკოლა?! ყველაფერს წყალში გვიყრის. სკოლა უნდა გვეხმარებოდეს მშობლებს რომ როგორმე ერთობლივად ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევები!
ძალიან , ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა… სამაგალითოდ უნდა ისჯებოდეს ამის ჩამდენი!
ინგა ნიკურაძე:
გთხოვთ ყველა საჯარო სკოლის ,,ბუფეტები” გადაამოწმეთ.? გლდანშიც.
მარიამ ხუციშვილი:
ხაშურშიც იყო იგივე შემთხვევა
მეგი ქავთუაშვილი:
გროვდება 10 000 ხელმოწერა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვს, რეგულარულად შეამოწმოს სკოლის ბუფეტებში შეფუთული პროდუქტის ხარისხი. ხოლო განათლების სამინისტროსგან – აკრძალოს ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა სკოლებში. დარჩენილია 500 ხელმოწერა. შემოგვიერთდით ამ ბმულზე https://shorturl.at/dhxX8

თეგები: სურსათის ეროვნული სააგენტო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved