• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსწავლეების შეფასების სქემა შეიცვალა

ალია ავტორი - ალია
15:39 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციის დროს მინისტრი მოსწავლეების შეფასების სქემასაც შეეხო.

მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა –განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

მინისტრის თქმით, განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც.

  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა;
  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული;
  • იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

ასევე, მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ქულა არ აკმაყოფილებთ, ქულის ამაღლება შეუძლიათ. 

2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებს სურვილს, რომ მათ სურთ, აიმაღლონ ნიშანი, ამ შემთხვევაში თითოეული სკოლის ადმინიტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved